გიორგი გაგლოევი: ,,როცა პაემანზე მივდივარ, ვიპრანჭები და პეროს ვეძებ!“

საქორწინო ანკეტა

27 ნოემბერი 20:00, 2016 წელი
52

„როცა მიყვარს, ასჯერ მეტად პოზიტიური ვარ“ - საქორწინო ანკეტას ყველაზე პოზიტიური მსახიობი, გიორგი გაგლოევი ავსებს...


სახელი:
გიორგი


გვარი:  გაგლოევი


ასაკი: 30 წლის


პროფესია: მსახიობი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: კაცისთვის ცხოვრების გალამაზება.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... ბევრია.


დედა ხშირად მეუბნება... ტელეფონი მათხოვე.


სიყვარული არის... ამოუხსნელი გრძნობა.


ჩემი პირველი სიყვარული... საბავშვო ბაღში მიყვარდა.


როცა შეყვარებული ვარ... 100-ჯერ მეტად პოზიტიური ვარ.


როცა პაემანზე მივდივარ... ვიპრანჭები და პეროს ვეძებ.


როცა ვშორდები... ვემშვიდობები.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... როცა მოგინდება, მაშინ ყველა ასაკი საუკეთესოა დაოჯახებისთვის.


პროფესია, რომელიც ქალს არ უხდება... ტრაქტორის მძღოლი.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... შარმიანია.


საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... ასეთი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით მაკა ასათიანი მომწონს.


მეორე ნახევარი ნიშნავს... შენი ცხოვრების ყველაზე ახლო მეგობარს.


როგორი ქმარი ვიქნები... იდეალური.


მინდა, ყველა ქალი იყოს... ფორმაში და გამუდმებით ლაღი.


ქალი და ალკოჰოლი... და და ძმა. 


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... ყველგან ვიყო ის, ვინც ვარ!!!


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... საბაბი მომეცემა.


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... აღვირაწყვეტილობა და უტაქტობა.


ქალი და კაცი თანასწორუფლებიანია?... რა თქმა უნდა!


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.