ჯულიანნა ბარ-გნარი: „სიყვარული ჩემთვის ჰაერია, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებ...“

საქორწინო ანკეტა

8 იანვარი 20:00
114

 „მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს თავის მეორე ნახევარს“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მოცეკვავე ჯულიანნა ბარ-გნარი პასუხობს.

სახელი: ჯულიანნა

გვარი: ბარ-გნარი

ასაკი: 25 წლის

პროფესია: მოცეკვავე

სიყვარული არის... ჰაერი, რომლის გარეშეც ვერ ვიარსებებ...

ჩემ გვერდით ვერასოდეს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... არ მიყვარს სიტყვა „ვერასდროს“...

მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... სითბოთი და სიყვარულით სავსე თვალებით უყურებს თავის მეორე ნახევარს.

მამაკაცს არ უხდება, როცა... ცდილობს, ქალს დაანახვოს, რომ უფრო კარგია, ვიდრე სინამდვილეშია.

დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... ამას გული მიკარნახებს.

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... ნებისმიერ სიტუაციაში ვიყო ბუნებრივი.

მამაკაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ჭორაობა.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.