კოკა კობალაძე: „შეიძლება, ცოლი ღამის 3 საათზე გავაღვიძო და გასეირნება შევთავაზო...“

საქორწინო ანკეტა

11 დეკემბერი 20:00, 2016 წელი
95

 „გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც აგდებულად უყურებს თავის წარსულს და ზნეობრივი ნორმებისგან შორსაა,“ - დღეს „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს PR & ონლაინ მარკეტინგის სპეციალისტი კოკა კობალაძე პასუხობს...

სახელი: კოკა 


გვარი: კობალაძე


ასაკი: 18 წლის


პროფესია:  PR-ის სპეციალისტი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: იყოს „ქალი“ ამ სიტყვის ფუნდამენტური გაგებით. მათ ჩვენს ცხოვრებაში განსაკუთრებული ადგილი ეთმობათ.


სიყვარული არის... გრძნობა, რომლის გარეშეც სხვა გრძნობას ვერ იგრძნობ.


ჩემი პირველი სიყვარული... მცირე ასაკში მეწვია და მახსოვს, როგორი დაბნეული დავდიოდი. ეს პერიოდი ტკბილად მახსენდება.


როცა შეყვარებული ვარ... ძალიან „ფერადი“ ვარ, ყოველთვის ვფიქრობ და ვზრუნავ, რომ მომდევნო დღე წინასთან შედარებით უფრო პროგრესული იყოს.


როცა პაემანზე მივდივარ... რაღაც ყოველთვის მავიწყდება.


როცა ვშორდები... ზოგადად, ძალიან მგრძნობიარე ვარ და ყველაფერი გულთან ახლოს მიმაქვს, მაგრამ ამ შემთხვევაში გააჩნია დაშორების მიზეზს...


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... აგდებულად უყურებს თავის წარსულს და ზნეობრივი ნორმებისგან შორსაა.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... მაკიაჟს იკეთებს.


მეორე ნახევარი ნიშნავს... მორალურად ჩემ მსგავსს, რომელიც არამარტო ცოლი, არამედ ჩემი მეგობარიც იქნება. 


როგორი ქმარი ვიქნები... ვფიქრობ,  ძალიან რომანტიკული, მოსიყვარულე მზრუნველი, თბილი და მეოჯახე. შეიძლება, ცოლი ღამის 3 საათზე გავაღვიძო და გასეირნება შევთავაზო.


მინდა, ყველა ქალი იყოს... ქალური...


ქალი და ალკოჰოლი... საშინელებაა.


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... თვალებში ჩახედვისას იმას ვერ ვიგრძნობ, რაც პირველად ვიგრძენი.


ქალი და კაცი თანასწორუფლებიანია?... გააჩნია საკითხს, ურთიერთობაში, რა თქმა უნდა, კი.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.