X

მირიან ფალავანდიშვილი: ,,ჩემი სიყვარული ჯერ არავის დაუმსახურებია!“

საქორწინო ანკეტა
06.11.2016 20:00
2684

 „ჩემი ხასიათის და გემოვნების გამო, გამიჭირდება მეორე ნახევრის პოვნა“ - რას უმხელს „Funtime“-ს ფეხბურთელი მირიან ფალავანდიშვილი?

სახელი:  მირიან     

გვარი: ფალავანდიშვილი

ასაკი: 19

პროფესია: ფეხბურთელი.

ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... ეს იქნება ადამიანი, რომელიც ნებისმიერ სიტუაციაში გვერდში დამიდგება და ყველანაირ სირთულეს ჩემთან ერთად გაივლის.

დედა ხშირად მეუბნება... რომ ჩემი ხასიათის და გემოვნების გამო გამიჭირდება მეორე ნახევრის პოვნა.

სიყვარული არის... გრძნობა, რომელიც ჯერ ვერავინ ახსნა. ეს ის გრძნობაა, რომლის გამოც ადამიანი ყველაფერზეა წამსვლელი.

ჩემი პირველი სიყვარული... ჩემი სიყვარული ჯერჯერობით არავის დაუმსახურებია.

როცა შეყვარებული ვარ... სამწუხაროდ, ჯერ არ განმიცდია ეს გრძნობა.

ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელსაც... არ გააჩნია ზრდილობა.

პროფესია, რომელიც ქალს არ უხდება... ალბათ ასეთი არ არსებობს. მთავარია უყვარდეს და შრომობდეს.

ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... თავდაჯერებული და მიზანდასახულია.

საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... ჩემი მომავალი მეუღლე.

მეორე ნახევარი ნიშნავს... ბედნიერებას, ურთიერთგაგებასა და სიყვარულს.

როგორი ქმარი ვიქნები... ძალიან ერთგული და ამასთანავე ცოტა ეჭვიანიც. გამგები და დამთმობი.

დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... 23-24 წელი. კარგია, როცა ბავშვს ახალგაზრდა მშობლები ჰყავს.

ქალი და ალკოჰოლი... პატარა დოზით, რატომაც არა.

როცა პაემანზე მივდივარ... როგორც ყველა, ალბათ მეც ვნერვიულობ, მაგრამ ეს ნაკლებად მეტყობა.

როცა ვშორდები...  თავს უხერხულად ვგრძნობ და ვცდილობ, გული ნაკლებად ვატკინო.

საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ამის საბაბს მომცემს. უაზროდ არასდროს ვიეჭვიანებ.

ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... სიმთვრალე, როდესაც ქალი კარგავს საკუთარ თავის კონტროლს.

ქალი და კაცი თანასწორუფლებიანია?.. რა თქმა უნდა.

გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე