ნუცა ახმეტელი: „პაემანზე დაბნეული და მორცხვი ვხდები...“

საქორწინო ანკეტა

5 თებერვალი 20:00
137

საქორწინო ანკეტის კითხვარს უცხო ენების სპეციალისტი ნუცა ახმეტელი პასუხობს.

სახელი: ნუცა


გვარი: ახმეტელი      


ასაკი: 20 წლის


პროფესია: უცხო ენების სპეციალისტი


ცხოვრებისეული სტატუსი: შენი ცხოვრებით ისე იცხოვრე, არავის მიაყენო ზიანი...


მამაკაცის მთავარი როლი ცხოვრებაში... შექმნას ღირსეული ოჯახი.


ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში არის... მამა...


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... შენ ყველაფერი გამოგივა.


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.... ვერ შევძლებ.


დედა ხშირად მეუბნება... იყავი ძლიერი და არ დანებდე.


სიყვარული არის... ყველაზე მნიშვნელოვანი რამ ადამიანის ცხოვრებაში.


როცა შეყვარებული ვარ... მეძლევა სტიმული, მივაღწიო დასახულ მიზანს.


გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... არის მატყუარა, მერყევი და მიზნის გარეშე.


პროფესია, რომელიც კაცს არ უხდება... მოდელი.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... არის შეყვარებული და გულწრფელი.


მამაკაცს არ უხდება... სისუსტე.


მეორე ნახევარი ნიშნავს... ვისთანაც ხარ მშვიდად და დაცულად. ის შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია.


როგორი მეუღლე ვიქნები... მზრუნველი, ერთგული, თბილი და მოსიყვარულე.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... როცა მივხვდები, რომ ამისთვის მზად ვარ.


მინდა, ყველა მამაკაცი იყოს... ვაჟკაცობის ეტალონი.


მამაკაცი და ალკოჰოლი... კატეგორიულად ვემიჯნები.


როცა პაემანზე მივდივარ... დაბნეული და მორცხვი ვხდები.


როცა ვშორდები... ყველაფერს წერტილს ვუსვამ.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... არასდროს დანებდე.


მამაკაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ორპირობა, ღალატი და ჭორაობა.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.