ემილია სისაური: „პირველი სიყვარული უკანასკნელია...“

საქორწინო ანკეტა

12 თებერვალი 20:00
131

„მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა მის გვერდით ლამაზი და ჭკვიანი ქალია“ - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს ფოტომოდელი და პიანისტი ემილია სისაური პასუხობს.

სახელი: ემილია


გვარი: სისაური


ასაკი: 20


პროფესია: ფოტომოდელი, პიანისტი


მამაკაცის მთავარი როლი ცხოვრებაში: იაროს ღირსეულად ცხოვრების გზაზე, როგორც მეგობარმა, მამამ, შვილმა და მეუღლემ.


ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში... იყო და იქნება მამა, რომელიც სულ დარჩება ჩემს გულში.


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... თბილი სიტყვები იმ მამაკაცისგან, რომელიც ჩემთვის მთავარია.


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... როდესაც ვინმეს მამსგავსებენ.


დედა ხშირად მეუბნება... რომ ვიყო სხვებთანაც ის, ვინც ვარ და არ შევიქმნა ხელოვნური იმიჯი.


სიყვარული არის... ღმერთი და როცა გიყვარს, ღმერთი შენშია. სიტყვებით ვერ გადმოვცემ იმ განცდებს, რომელსაც სიყვარული განიჭებს.


ჩემი პირველი სიყვარული... არ მჯერა ადამიანების, რომლებიც ამბობენ, რომ შეიძლება ცხოვრებაში 2-ჯერ მაინც გიყვარდეს, პირველი სიყვარული არის შენი უკანასკნელი სიყვარული.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... იქნება გაუნათლებელი და სუსტი.


პროფესია, რომელიც კაცს არ უხდება... ყველა საქმე დასაფასებელია, გარდა კვალიფიციური უსაქმურობისა.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... მის გვერდით ლამაზი და ჭკვიანი ქალია


მამაკაცს არ უხდება... როდესაც ხელოვნურად თამაშობს იმას, ვინც რეალურად არ არის.


საქართველოში ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიმაჩნია... მამაკაცი, რომელიც ჩემ გვერდით არის.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... ასეთი ასაკის დადგენა სისულელეა, სწორი დროა, როდესაც მზად ხარ იმ პასუხისმგებლობის ასაღებად, რასაც ოჯახი ჰქვია.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... არანაირი დევიზი!


მამაკაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ჭორაობა, ფარისევლობა.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.