თათია რევაზიშვილი: „როცა შეყვარებული ვარ... ბევრს ვწერ“

საქორწინო ანკეტა

26 თებერვალი 20:00
125

„მიყვარს სიახლეები და შესაბამისად, ვცდილობ, ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესო იყოს...“ - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მოდელი თათია რევაზიშვილი პასუხობს.

სახელი: თათია


გვარი: რევაზიშვილი


ასაკი: 19 წლის


პროფესია: სამოდელო სააგენტო „Look models“-ის მოდელი, მომავალი ჟურნალისტი.


ჩემ შესახებ... მიყვარს სიახლეები და შესაბამისად, ვცდილობ, რომ ყოველი მომდევნო დღე უფრო საინტერესო იყოს.


მამაკაცის მთავარი როლი ცხოვრებაში... ვფიქრობ, მამაკაცისა და ქალისთვის როლების მორგება ყველაზე დიდი შეცდომაა. ყველა ინდივიდს აქვს საკუთარი ფუნქცია, რომელიც განისაზღვრება ჩვენი მიზნებით და არა სქესით.


ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში... მამა.


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... როდესაც დედას მამსგავსებენ.


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... „კაცია და ეპატიება“.


დედა ხშირად მეუბნება... რომ საზოგადოება ყოველთვის შეეცდება ფერადი ადამიანის შავ-თეთრად გადაქცევას, ამიტომ ცხოვრების ნებისმიერ ეტაპზე უნდა ვიბრძოლო საკუთარი ინდივიდუალურობის შესანარჩუნებლად.


სიყვარული არის... შემოდგომა, გარდამავალია... არც ცივია და არც ცხელი, თბილ ფერებშია დახატული და ყოველთვის გაძლევს იმედს.


ჩემი პირველი სიყვარული... იყო ნამდვილი.


როცა შეყვარებული ვარ... ბევრს ვწერ.


გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... ჩემს მოსაზრებებსა და გადაწყვეტილებებს არ სცემს პატივს.


პროფესია, რომელიც კაცს არ უხდება... ყველა ადამიანს უხდება ის პროფესია, რომელშიც თავად გრძნობს თავს კომფორტულად.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... შეყვარებულია.


მამაკაცს არ უხდება... ზედმეტი თავდაჯერებულობა.


საქართველოში ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიმაჩნია... ზურა ყიფშიძე.


მეორე ნახევარი ნიშნავს... ცხოვრების თანამგზავრს.


როგორი მეუღლე ვიქნები... მზრუნველი.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... ადამიანმა ოჯახი მაშინ უნდა შექმნას, როდესაც თავს ჩამოყალიბებულად და დამოუკიდებლად იგრძნობს.


მინდა, ყველა მამაკაცი იყოს... ნამდვილი, ყოველგვარი ნიღბის გარეშე.


როცა პაემანზე მივდივარ... ყოველთვის ბევრს ვიცინი.


როცა ვშორდები... ისევ ვწერ.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... იბრძოლე შენი მიზნებისთვის.


საყვარელ მამაკაცზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ვეღარ ვიგრძნობ ყურადღებას.


მამაკაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... უტაქტობა.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.