თაკო ესებუა: „ცხოვრება სიყვარულისთვის ღირს!“

საქორწინო ანკეტა

26 მარტი 20:00
515

„დაშორება ჩემთვის საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებას არასდროს ვნანობ“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მომღერალი თაკო ესებუა პასუხობს.

სახელი: თაკო


გვარი: ესებუა


ასაკი: 25 წლის


პროფესია: ვოკალისტი


მამაკაცის მთავარი როლი ცხოვრებაში: იყოს სულიერად ძლიერი! 


ჩემი პირველი სიყვარული... პირველად 13 წლის ასაკში მიყვარდა. ის ადამიანი ჩემს ცხოვრებაში სასიამოვნო მოგონებად დარჩა!


როცა შეყვარებული ვარ... ლაღი, ბედნიერი, ბავშვური ვხდები და სწორედ მაშინ ვხვდები, რომ ცხოვრება სიყვარულისთვის ღირს!


როცა პაემანზე მივდივარ... ვცდილობ, მომხიბვლელად გამოვიყურებოდე.


როცა ვშორდები... რა თქმა უნდა, საკმაოდ მტკივნეულია, თუმცა მიღებულ გადაწყვეტილებას არასდროს ვნანობ.


გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ მამაკაცს, რომელიც... პატივს არ სცემს ჩემს პროფესიას.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ...  როდესაც შეყვარებულია


მეორე ნახევარი ნიშნავს... როდესაც უსიტყვოდ გვესმის ერთმანეთის.


როგორი მეუღლე ვიქნები... საკმაოდ მზრუნველი და მოსიყვარულე, თუმცა მაინც მასზეა დამოკიდებული, როგორი ვიქნები მისთვის. 


მინდა ყველა მამაკაცი იყოს... გულწრფელი!


სიყვარული არის… გრძნობა, რომელიც ცხოვრებას გიფერადებს, ირგვლივ ყველა და ყველაფერი გახარებს და გაბედნიერებს.


ის, რასაც არასდროს დავთმობ… არასდროს ვიტყვი უარს სიმღერაზე, რადგან ეს ჩემი ცხოვრების უდიდესი ნაწილია.


საყვარელ მამაკაცზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა...  მისგან რაიმე საბაბი მექნება.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


 


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია