ანა ამაშუკელი: „როცა ვშორდები, მეორე დღეს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ“

საქორწინო ანკეტა

7 აპრილი 20:00
800

„ჩემ გვერდით ვერასოდეს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც არ იქნება ყურადღებიანი, მოსიყვარულე და ერთგული...“ - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მოდელი და დამწყები მსახიობი ანა ამაშუკელი პასუხობს.

სახელი: ანა     


გვარი: ამაშუკელი


ასაკი: 17


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... რა თქმა უნდა, მართალი ხარ!


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... „შენ ამას ვერ გაიგებ“.


როცა შეყვარებული ვარ... უფრო დიდი სტიმული მეძლევა.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... არ იქნება ყურადღებიანი, მოსიყვარულე და ერთგული.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... შეყვარებულია.


მეორე ნახევარი ნიშნავს... პასუხისმგებლობას!


როგორი მეუღლე ვიქნები... ძალიან რომანტიკული და ერთგული.


როცა პაემანზე მივდივარ... მაქსიმალურად ბუნებრივი და ხალისიანი ვარ.


როცა ვშორდები… მეორე დღეს ცხოვრებას ახალი ფურცლიდან ვიწყებ


მიყვარს ადამიანები, რომლებიც... გულწრფელად მიღიმიან.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... დავმალო ის ნაკლი, რაც  მაქვს და წარმოვაჩინო ჩემი საუკეთესო მხარე.


მამაკაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ნარცისიზმი!



გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.


ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია