მარიამ ბაკურაძე: „ქმარი ჩემით იამაყებს“

საქორწინო ანკეტა

16 აპრილი 20:00
360

„საკუთარ თავში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული და თუ ადამიანი ძალიან მომწონს, ის ჩემი იქნება“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს 24 წლის მოდელი მარიამ ბაკურაძე პასუხობს.

სახელი: მარიამ

გვარი: ბაკურაძე

ასაკი: 24 წლის

პროფესია: ეკონომისტი, კოსმეტოლოგი, მოდელი

ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში... ჩემი შეყვარებული.

კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... კომპლიმენტი ზოგადად ძალიან მსიამოვნებს, მაგრამ განსაკუთრებით - ჩემი საყვარელი ადამიანისგან ნათქვამი: „რა ლამაზად გამოიყურები!“

ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... „არ ვიცი, ვნახოთ“, „ჭკვიანად იყავი!“

დედა ხშირად მეუბნება... ალბათ, ყველა დედა თავის შვილს ამ ფრაზას ეუბნება - საკუთარი თავის ფასი იცოდე  და, რა თქმა უნდა, ჭკვიანად იყავი.  

სიყვარული არის... მას ასე ადვილად, სიტყვებით ვერ ახსნი. ამ გრძნობას ყველა სხვადასხვანაირად ხსნის, მაგრამ,  ჩემი აზრით, როცა ადამიანი გიყვარს, მის გარეშე დიდხანს ვერ ძლებ, უფრთხილდები, ენდობი, აფასებ და, რაც მთავარია, ხშირ შემთხვევაში მის მინუსებზე თვალს ხუჭავ.

როცა შეყვარებული ვარ... ვარ ძალიან თბილი, ყურადღებიანი და ეჭვიანი.

გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... ჭორაობს, არის მექალთანე და შეუძლია, ქალზე ხელი აწიოს.

მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... გარეგნულადაც მომხიბვლელია და შინაგანადაც. რაც მთავარია, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა.

მეორე ნახევარი ნიშნავს... ადამიანს, ვისთანაც თავს ვიგრძნობ დაცულად, თავისუფლად, სრულყოფილად და ის ჩემი ცხოვრების მეგზური იქნება.

როგორი მეუღლე ვიქნები... ჩემი ქმარი ჩემით იამაყებს.

როცა პაემანზე მივდივარ... საკუთარ თავში ასი პროცენტით ვარ დარწმუნებული, და თუ ადამიანი ძალიან მომწონს, ის ჩემი იქნება.

როცა ვშორდები… ემოციური ვარ და როცა ვშორდები, მართალია, ძალიან განვიცდი, მაგრამ დამერწმუნეთ, დრო რომ გადის, უფრო ვძლიერდები.

მიყვარს ადამიანები, რომლებიც... ბოლომდე იბრძვიან საკუთარი ბედნიერებისთვის და უკან არ იხედებიან.

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... იყავი ის, რაც ხარ.  


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია