ანა ინგოროყვა: „გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც მატყუებს“

საქორწინო ანკეტა

30 აპრილი 20:00
1087

დღეს „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მსახიობი ანა ინგოროყვა პასუხობს

სახელი: ანა


გვარი: ინგოროყვა


ასაკი: 22 წლის


პროფესია: მსახიობი


ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში... მამა.


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... რომ ის ჩემთან ერთად ბედნიერია.


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... მეგობრებად დავრჩეთ.


დედა ხშირად მეუბნება... რომ არასდროს მოვექცე სხვას ისე, როგორც არ მინდა, მე მომექცნენ.


სიყვარული არის... რომ ვიღვიძებ და ვიღიმი.


როცა შეყვარებული ვარ... იმხელა ძალა მაქვს, შეუძლებელს შევძლებ.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... მატყუებს.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა...  საკუთარი შესაძლებლობების სჯერა.


მეორე ნახევარი ნიშნავს... სულიერ ერთობას.


როგორი მეუღლე ვიქნები... ვეცდები, ყოველთვის ვიყო ისეთი, როგორიც შევუყვარდი.


როცა პაემანზე მივდივარ... ვცდილობ, დაუვიწყარი ვიყო...


ვოცნებობ... ოსკაროსანი მსახიობი გავხდე...


მიყვარს ადამიანები, რომლებიც... თავისუფლები არიან.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... არასდროს მოვიხედო უკან, არაფერი ვინანო და ვიზრუნო მომავალზე.


 


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.