ნუცა სუჯაშვილი: „როცა მიყვარს, მეცხრე ცაზე ვარ!“

საქორწინო ანკეტა

7 მაისი 20:00
684

„მომწონს საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი, შემდგარი და ჩამოყალიბებული მამაკაცები“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს 20 წლის მოდელი ნუცა სუჯაშვილი პასუხობს.

სახელი: ნუცა


გვარი: სუჯაშვილი


ასაკი: 20


პროფესია: მოდელი, მსახიობი, იურისტი


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... როცა მეუბნებიან, რომ საყვარელი ვარ (იცინის).


დედა ხშირად მეუბნება... ადექი დროზე!


სიყვარული არის... ბედნიერება


როცა მიყვარს... მეცხრე ცაზე ვარ (იცინის)!


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... არ არის განათლებული და არ იცის, რა უნდა ცხოვრებაში. მომწონს საკუთარ თავში დარწმუნებული, ძლიერი, შემდგარი და ჩამოყალიბებული მამაკაცები.


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... სასიამოვნოდ საუბრობს და განათლებულია.


მეორე ნახევარი ნიშნავს... შენი ცხოვრების მეორე ნაწილს, რომელთანაც სიკვდილამდე იქნები.


როგორი მეუღლე ვიქნები... ერთგული.


როცა პაემანზე მივდივარ... 3 საათი ვიგვიანებ (იცინის).


როცა ვშორდები... ვრჩები განცდებისა და სიყვარულის გარეშე.


მამაკაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... როდესაც იგინება ან ქალს დასცინის.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.