გიგი ადამაშვილი: „შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ“

საქორწინო ანკეტა

2 ივნისი 22:00, 2016 წელი
88

ძლიერი, თავდაჯერებული და გულწრფელი - ასეთი ქალი წარმოუდგენია გვერდით მეგაპროექტ „X ფაქტორის“ კონკურსანტ გიგი ადამაშვილს. შეყვარებული არასდროს ყოფილა. ასე რომ, სოფო ნიჟარაძის „მუსიკალური სიყვარულის“ გული თავისუფალია!

სახელი: გიგი


გვარი: ადამაშვილი


ასაკი: 17 წლის


ცხოვრებისეული სტატუსი: დასაოჯახებელი


საყვარელი ფრაზა: nothing is impossible, even word itself says: I’M’Possible


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში... ყოველთვის იდგეს მამაკაცის გვერდით იქ, სადაც მისი მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... დედა.


დედა ხშირად მეუბნება... აკეთე ის, რაც გიყვარს.


სიყვარული არის... ყველაზე აზრიანი უაზრობა.


როცა შეყვარებული ვარ... შეყვარებული არასდროს ვყოფილვარ...


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... არ იქნება შემდგარი.


ჩემ გვერდით ვისურვებდი ქალს, რომელიც... ყოველთვის ჩემ გვერდით იქნებოდა.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... გულწრფელია.


საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... მაკა ასათიანი.


ქალი და ალკოჰოლი... ქალი და ზომიერი ალკოჰოლი ერთმანეთს უხდება.


მეორე ნახევარია ის ადამიანი... რომელსაც თვალებში ჩახედავ და, უბრალოდ, იცი, რომ შენია...


როგორი ქმარი ვიქნები: ერთგული და მზრუნველი.


ცხოვრებისეული დევიზი... დასახულ მიზნამდე მიღწევა, რაც ჩემს პროფესიას ეხება.


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ეს იმდენად თავისთავად ხდება, რთულია პასუხის გაცემა...


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... ყველაზე მეტად უტაქტო ქალი მაღიზიანებს.


ქალისა და კაცის უფლებები... რა თქმა უნდა თანასწორია 100 %-ით!



გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.