რეზიკო რობაქიძე - ეჭვიანი, ყურადღებიანი და ეგოისტი სასიძო

საქორწინო ანკეტა

9 ივნისი 22:00, 2016 წელი
73

 „ორჯერ მიყვარდა და ორივე გოგო რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან...“ - „საქორწინო ანკეტის“ კითხვებს მოცეკვავე რეზიკო რობაქიძე პასუხობს.


სახელი:
რეზიკო


გვარი: რობაქიძე


ასაკი: 27 წლის


საყვარელი ფრაზა: იყავი ის, რაც ხარ...


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: მამაკაცს ცხოვრება გაულამაზოს...


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში: დედა


დედა ხშირად მეუბნება... რეზიკო, ჭამე!


სიყვარული არის... ცხოვრების ყველაზე ძლიერი და ლამაზი პერიოდი...


როცა შეყვარებული ვარ... თავს ვკარგავ. ძალიან ყურადღებიანი, ეგოისტი და ეჭვიანი ვხდები...


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... ვერასდროს ვიტყვი „ვერასდროს“, რადგან ორჯერ მიყვარდა და ორივე გოგო რადიკალურად განსხვავდებოდა ერთმანეთისგან...



ჩემ გვერდით ვისურვებდი ქალს, რომელიც...
ძალიან შემიყვარებს...


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... შეყვარებულია, რადგან შეყვარებულ ქალს მოციმციმე თვალები აქვს...


ქალს არ უხდება... სიმთვრალე.


საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... ნანი ბრეგვაძე.


ქალი და ალკოჰოლი... ქალმა წაქცევამდე არასდროს უნდა დალიოს და ქალურობა არ უნდა დაკარგოს...


მეორე ნახევარი ნიშნავს... ცხოვრების ყველაზე დიდ აზრს.


როგორი ქმარი ვიქნები... მზრუნველი. როცა მეორე ნახევარი გვერდით მეყოლება, შეუძლებელია, მასზე არ ვიზრუნო.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... 25-დან 30 წლამდე.


მინდა, ყველა ქალი იყოს... ბედნიერი და კარგი დედა.

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... ვაჯობო საკუთარ თავს...


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... შემიძლია მის მანქანაზეც კი ვიეჭვიანო...


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... როცა ნასვამია და თავს ვერ აკონტროლებს.


ქალისა და კაცის უფლებები... რა თქმა უნდა, თანასწორია!


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.