გიორგი ჩინჩალაძე: „მინდა, ყველა ქალი უკომპლექსო იყოს“

საქორწინო ანკეტა

16 ივნისი 18:00, 2016 წელი
94

 „ჩემს მომავალ მეუღლეს გვერდიდან არასდროს მოვიშორებ და მთელი ცხოვრება შეყვარებულები ვიქნებით...“

სახელი: გიორგი


გვარი: ჩინჩალაძე


ასაკი: 20 წლის


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში... რაც არ უნდა ხდებოდეს, გვერდში დგომა უნდა შეეძლოს.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... დედა.


დედა ხშირად მეუბნება... რაც არ უნდა ხდებოდეს და სადაც არ უნდა იყო, შენს გვერდით ვარ...


სიყვარული არის... ყველაზე სასიამოვნო და მტკივნეული გრძნობა...


როცა შეყვარებული ვარ... სულ სხვა ადამიანი ვხდები.


გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... კომპლექსიანია და ურთიერთობაში არ არის გახსნილი.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... უმაკიაჟოდაა და ბუნებრივად გამოიყურება...


საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... ქართველ ქალებს არ ვიცნობ...


მეორე ნახევარი ნიშნავს... იმას, როცა მისი ტკივილი შენც გტკივა და სიხარული გახარებს...


როგორი ქმარი ვიქნები... ჩემს მომავალ მეუღლეს გვერდიდან არასდროს მოვიშორებ და მთელი ცხოვრება შეყვარებულები ვიქნებით...


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... 28-30 წლამდე, როცა უკვე იცი, ცხოვრებისგან რა გინდა.


მინდა, ყველა ქალი იყოს... უკომპლექსო და ცხოვრებისგან მაქსიმალური სიამოვნება მიიღოს...


ქალი და ალკოჰოლი... ეს სექსუალურია...

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... ვიყო ის, ვინც ვარ და ყველა დასახულ მიზანს მივაღწიო.


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ძალიან ეჭვიანი ვარ, მაგრამ ვცდილობ, ამით გვერდით მყოფი გოგო არ შევაწუხო...


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... თავის ზედმეტად დაფასება და მსახიობობა - როცა ისე არ იქცევა, რასაც გრძნობს...


ქალისა და კაცის უფლებები... რა თქმა უნდა, თანასწორია! ორივეს აქვს გული და იმის უფლება, იცხოვროს ისე, როგორც სურს.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.