მერსი სულხანიშვილი: „ჩემი მოხიბვლა ძალიან რთულია!“

საქორწინო ანკეტა

23 ივნისი 18:00, 2016 წელი
114

 დღეს „საქორწინო ანკეტის“ კითხვებს პრეტენზიული სარძლო, ჟურნალისტი და ტელე-რადიოწამყვანი მერსი სულხანიშვილი პასუხობს.


სახელი:
მერსი


გვარი: სულხანიშვილი


ასაკი: 24 წლის


ცხოვრებისეული სტატუსი: ცხოვრება არ არის ძიება, ის საკუთარი თავის შექმნაა.


საყვარელი ფრაზა: შენგან დამდაბლებული შეგიძულებს, ამაღლებული არაფრით დაგაჯილდოებს.


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: დედობა.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... დედა.


დედა ხშირად მეუბნება... რომ თავხედი ვარ.


სიყვარული არის... ის გრძნობა, რომელიც გიჟს აჭკვიანებს და ჭკვიანს აგიჟებს. გიყვარდეს ადამიანი - ეს ნიჭია. სიყვარული გამოიხატება ქცევაში. სამწუხაროა, რომ ამ ბოლო დროს თითქოს ფასი დაკარგა.


როცა შეყვარებული ვარ... ბედნიერი ვტკბები სიყვარულით.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს... რომელიც არ იქნება ძლიერი, მიზანდასახული, შემდგარი და განათლებული.


კაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... მოდი, ასე ვიტყვი - მამაკაცი განსაკუთრებული უნდა იყოს. ვიქნები გულწრფელი და ვიტყვი, რომ ჩემი მოხიბვლა ძალიან რთულია.


კაცს არ უხდება... არასერიოზულობა.


მეორე ნახევარი ნიშნავს... მეგობარსა და ცხოვრების თანამგზავრს.


როგორი ცოლი ვიქნები... ყოველთვის სასურველი, მოსიყვარულე. იმისთვის, რომ ურთიერთობა იყოს ჰარმონიული, აუცილებელია ნებისმიერ ამპლუაში, სიტუაციაში, ადამიანმა თავი იგრძნოს კომფორტულად.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... მაშინ, როცა დარწმუნდები, რომ დამოუკიდებელი და შემდგარი ხარ; როცა გააზრებული გექნება, რომ შეგიძლია, საკუთარ თავზე ისეთი პასუხისმგებლობა აიღო, რასაც ოჯახი ჰქვია.


მინდა, ყველა კაცი იყოს... ბედნიერი

ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... მიზანი ამართლებს საშუალებას.


საყვარელ კაცზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ეჭვიანი არ ვარ. ეჭვი ჩნდება იქ, სადაც ნდობა არ არის, ან მაშინ, როდესაც არ ხარ საკუთარ თავში დარწმუნებული.


კაცის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... როცა მეტისმეტად ამბიციური და თავდაჯერებულია რიგ საკითხებში, მაგრამ ვხვდები, რომ არც ერთია და არც მეორე.


ქალისა და კაცის უფლებები თანასწორია? XXI საუკუნეში გენდერული თანასწორობაა, თუმცა ქალი არასდროს უნდა გაეჯიბროს მამაკაცს და არც მამაკაცი ქალს.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.