გიორგი ნაკაშიძე: „როცა შეყვარებული ვარ, აზროვნების უნარს ვკარგავ!“

საქორწინო ანკეტა

30 ივნისი 22:00, 2016 წელი
60

 „მამაკაცი ძლიერი სქესი იმიტომ არის, რომ დომინანტი უნდა იყოს!“ - ამბობს მომღერალი გიორგი ნაკაშიძე, რომელიც დღეს „საქორწინო ანკეტის“ კითხვებს პასუხობს.


სახელი:
გიორგი


გვარი: ნაკაშიძე


ასაკი: 20 წლის


პროფესია: მსახიობი, მომღერალი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: მამაკაცის პირველი სტიმულატორი.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... დედა ჩემთვის ყოველთვის პირველი და შეუცვლელი ქალია.


დედა ხშირად მეუბნება... ყველას და ყველაფერს თავის დრო აქვს...


სიყვარული არის... ის ძალა, რომელიც აძლევს სტიმულს, რომ კარიერაში წარმატებული ვიყო.


როცა შეყვარებული ვარ... აზროვნების უნარს ვკარგავ და თავიდან ბოლომდე ამ გრძნობაში ვიკარგები...


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს... რომელსაც ჩემი საქმე არ ეყვარება. ასეთი ქალის მიმართ ნდობა არ მექნება.


მეორე ნახევარი ნიშნავს... მეორე ნახევარი ჩემი ცხოვრებაა.


როგორი ქმარი ვიქნები... ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ გეტყვით, რომ იდეალური ქმარი ვიქნები...


მინდა, ყველა ქალი იყოს... მინდა, ყველა ქალმა თავის ფასი იცოდეს...


როცა ვშორდები... პირველ რიგში, ვიწყებ იმაზე ფიქრს, რატომ მივიდა ჩვენი ურთიერთობა დაშორებამდე. პრობლემას ვეძებ როგორც ჩემში, ისე მასში.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... ბრძოლა გამარჯვებისთვის!


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... მატყუებს.


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... როცა თვალთმაქცობს, თუნდაც მცირე დოზით...


ქალისა და კაცის უფლებები თანასწორია?... მამაკაცს ძლიერი სქესი ჰქვია იმიტომ, რომ ურთიერთობაში დომინანტი უნდა იყოს!


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.