როგორ გოგოს ეძებს „ჩემი ცოლის დაქალების“ ბაქარი

საქორწინო ანკეტა

21 ივლისი 22:00, 2016 წელი
97

 „როცა შეყვარებული ვარ, მობილიზებული, ეჭვიანი, თავზეხელაღებული და ამასთანავე, უსაზღვროდ მოსიყვარულე ვხდები“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს ბუბა მირცხულავა პასუხობს.


სახელი:
ბუბა


გვარი: მირცხულავა


ასაკი: 18 წლის


პროფესია: მსახიობი, მომავალი Pr სპეციალისტი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: იყოს საუკეთესო დედა, მეუღლე და მეგობარი.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... სკარლეტ იოჰანსონი.


დედა ხშირად მეუბნება... ბუბა, მალე მოდი სახლში!


სიყვარული არის... გრძნობა, რომელიც აბედნიერებს ორ ადამიანს.


როცა შეყვარებული ვარ... მობილიზებული, ეჭვიანი, თავზეხელაღებული და ამასთანავე, უსაზღვროდ მოსიყვარულე ვხდები.


საზაფხულო რომანი, რომელიც დღესაც მახსოვს... ერთდღიანი ურთიერთობები არ მიყვარს.


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელმაც... არ იცის კარტოფილის შეწვა.


პროფესია, რომელიც ქალს არ უხდება... ბოზობა.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... ბუნებრივია.


ქალს არ უხდება... მატრაკვეცობა.


საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... ჩემი 4 წლის და, ანი.


მეორე ნახევარი ნიშნავს... 50%-ს.


როგორი ქმარი ვიქნები... წუწუნა, მაგრამ მზრუნველი.


მინდა, ყველა ქალი იყოს... თავისებური.


ქალი და ალკოჰოლი... ზომიერად ყველაფერი დასაშვებია.


როცა პაემანზე მივდივარ... თავდაჯერებული, მაგრამ მაინც აფორიაქებული ვარ.


როცა ვშორდები... ნაკლებ ყურადღებას ვაქცევ, მაგრამ დაშორებიდან გარკვეული პერიოდი მასზე მეფიქრება.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... წერე ქართულად!


ქალისა და კაცის უფლებები თანასწორია? არსებობს სიტუაციები, სადაც უპირატესობით ქალი სარგებლობს და არის შემთხვევები, როცა პრიორიტეტული მამაკაცია, თუმცა, საბოლოო ჯამში, ვფიქრობ, რომ ისინი თანასწორუფლებიანები არიან.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.