ნინი გადრანი: „როცა პაემანზე მივდივარ, არასოდეს ვიპრანჭები...“

საქორწინო ანკეტა

28 ივლისი 22:00, 2016 წელი
89

 „ჯერ არავინ მყვარებია. მგონი, კაცები საერთოდ არ მომწონს, მაგრამ უკეთესი ვარიანტი არ მაქვს“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს პასუხობს ჟურნალისტი ნინი გადრანი.


სახელი:
ნინი


გვარი: გადრანი


ასაკი: 25 წლის.


მამაკაცის მთავარი როლი ცხოვრებაში:  იყოს სამაგალითო ძმა, მეგობარი, ძმაკაცი, ქმარი და მამა.


ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში... მამაჩემი.


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... რა მაგარ ფერზე ხარ. სეზონური კომპლიმენტი... (იცინის)


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... „კამათში იბადება ჭეშმარიტება“. 


დედა ხშირად მეუბნება... რომ ვარ ზედმეტად პირდაპირი და მეტისმეტად სამართლიანი.


სიყვარული არის... უფალი.


პირველი სიყვარული... ჯერ არავინ მყვარებია. მგონი, კაცები საერთოდ არ მომწონს, მაგრამ უკეთესი ვარიანტი არ მაქვს (იცინის).

ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც...  იქნება გაუნათლებელი, სუსტი, შეუმდგარი, უტიფარი და მოთამაშე.


პროფესია, რომელიც კაცს არ უხდება... კვალიფიციური უსაქმური - არის ასეთი პროფესიაც (იცინის).


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... იღიმის.


მამაკაცს არ უხდება... სინაზე, სიფარფატე (იცინის).


საქართველოში ყველაზე სიმპათიურ მამაკაცად მიმაჩნია... ბევრი სიმპათიური ბიჭი გვყავს ქართველებს.


მეორე ნახევარი ნიშნავს... კარგ მეგობარს, ცხოვრების თანამგზავრს.


როგორი მეუღლე ვიქნები... კომფორტული.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... ოჯახის შექმნა ცხოვრების მანძილზე ერთ-ერთი ყველაზე საპასუხისმგებლო ნაბიჯია და თითოეული ადამიანი თავად წყვეტს, როდის უნდა გადადგას ეს ნაბიჯი. 


მინდა, ყველა მამაკაცი იყოს... შემდგარი, ძლიერი და ბედნიერი.


როცა პაემანზე მივდივარ... არასოდეს ვიპრანჭები, მაქსიმალურად ჩემი თავი ვარ.


როცა ვშორდები... არავითარ შემთხვევაში არ ვბრუნდები იმ ადამიანებთან, რომლებთანაც დაშორებას გადავწყვეტ.


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... „ეძიე გზა შენი“, რადგან სხვის გზაზე საკუთარ ჭეშმარიტებას ვერ ვიპოვით.


საყვარელ მამაკაცზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... საერთოდ არ ვარ ეჭვიანი ადამიანი.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.