მარიამ როინიშვილი: „როცა დავშორდი, ძალიან განვიცადე...“

საქორწინო ანკეტა

8 სექტემბერი 22:00, 2016 წელი
59

 „პაემნებზე არ დავდივარ. არ მხიბლავს ის დაძაბულობა, რაც პაემანს ახლავს...“ დღეს „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მომღერალი მარიამ როინიშვილი პასუხობს. 

სახელი: მარიამ


გვარი: როინიშვილი


ასაკი: 26 წლის

პროფესია: მომღერალი


მამაკაცის მთავარი როლი ცხოვრებაში: იყოს მამა და შეძლოს მეორე ნახევრის გაბედნიერება.


ყველაზე მნიშვნელოვანი მამაკაცი ჩემს ცხოვრებაში... ჩემი ძმა - საოცარი კოკო!


კომპლიმენტი, რომელიც ყველაზე მეტად მსიამოვნებს... რა გამხდარი ხარ.


ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს.... როგორ მოპუტკუნდი და ძალიან გიხდება! ეს ნახევრად ხუმრობით, მაგრამ მაღიზიანებს ყველა ის ფრაზა, რომელთა უკანაც დიდი სიცრუე და ორპირობა იმალება.


დედა ხშირად მეუბნება... რომ გაფანტული და გულმავიწყი ვარ.


სიყვარული არის... ამოუხსნელი რამ.


როცა შეყვარებული ვარ... თვალები მიბრწყინავს... უფრო სწორად, მე მგონია, რომ მიბრწყინავს...


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ კაცს, რომელიც... არ არის პრინცი. ეს ხუმრობით, თუმცა ძნელია, იყო ადამიანთან, რომელსაც არ გააჩნია ღირებულებები...


პროფესია, რომელიც კაცს არ უხდება... შეიძლება ყველაფერი მოუხდეს, თუ მოიხდენს და ეყვარება...


მამაკაცი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... საკუთარ თავზე ცოტას ლაპარაკობს.


მამაკაცს არ უხდება... ტრაბახი.


მეორე ნახევარი ნიშნავს... ადამიანს, რომელიც გულითა და გონებით შენი მეორე ნახევარია.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... ოჯახის შექმნას საუკეთესო ასაკი არ აქვს. მთავარია, იყო მზად.


მინდა, ყველა მამაკაცი იყოს... მზად იმისთვის, რომ თავისი ოჯახი გააბედნიეროს.


საყვარელ მამაკაცზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ამის საბაბს მომცემს.


როცა პაემანზე მივდივარ... პაემნებზე არ დავდივარ. არ მხიბლავს ის დაძაბულობა, რაც პაემანს ახლავს.


როცა ვშორდები... როცა დავშორდი, ძალიან განვიცადე და დიდი დროც დამჭირდა, რათა დამევიწყებინა დიდი სიყვარულიც და ტკივილიც...


ჩემი ცხოვრებისეული დევიზია... „ესეც გაივლის“


 


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.