გიორგი ჩიქოვანი: „როცა მიყვარს, ზედმეტად ხალისიანი ვხდები“

საქორწინო ანკეტა

25 ოქტომბერი 12:00, 2016 წელი
55

მზრუნველი და მკაცრი სასიძო - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მომღერალი გიორგი ჩიქოვანი პასუხობს...

სახელი: გიორგი


გვარი: ჩიქოვანი


ასაკი: 29


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: იყოს ბედნიერი და გააბედნიეროს გვერდით მყოფი ადამიანები.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... დედა.


სიყვარული არის... მეგობრობა, მოწონება, ერთგულება, ურთიერთგაგება, შეჩვევა...


როცა შეყვარებული ვარ... ეს გრძნობა ყველაფერზე მეტყობა, მათ შორის ქცევებზეც. როცა მიყვარს, ზედმეტად ხალისიანი ვხდები...


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელმაც... საკუთარი თავის ფასი არ იცის...


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... იღიმის.


ქალს არ უხდება... მოწყენილობა...


მეორე ნახევარი ნიშნავს... სიტყვა მეორე ნახევარი თავისივე მნიშვნელობას კარგად აღწერს.


როგორი ქმარი ვიქნები... ვფიქრობ, მზრუნველი და რაღაც საკითხებში ცოტა მკაცრიც, რაც იმას სულაც არ ნიშნავს, რომ დათმობაზე არ წავალ.


დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... 30-35.


მინდა, ყველა ქალი იყოს... ხალისიანი.


როცა ვშორდები... ძალიან მწყინს... თუნდაც ჩემი ინიციატივით ვშორდებოდე, ჩემთვის ეს მაინც რთული პროცესია...


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ეჭვიანი არ ვარ. ამიტომ, თუ ქალი ეჭვიანობის საბაბს მომცემს, მასთან ვერასდროს ვიცხოვრებ.


ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... უაზრო და უტაქტო გოგონები მაღიზიანებს, რომლებსაც თავისუფლება უზრდელობაში გადასდით.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.