ავთანდილ აბესლამიძე: „საყვარელ ქალზე ყოველთვის ვიეჭვიანებ!“

საქორწინო ანკეტა

27 ოქტომბერი 22:00, 2016 წელი
113

რას ჰპირდება x factor-ის გამარჯვებული, ავთანდილ აბესლამიძე საყვარელ ქალს - ამასთან დაკავშირებით რუბრიკაში „საქორწინო ანკეტა“...

სახელი: ავთო

გვარი: აბესლამიძე

ასაკი: 25 წლის

ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში... შევადარებ „ჰაერს“, რომელიც მნიშვნელოვანია სიცოცხლისთვის...

ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... რა თქმა უნდა, დედა.

სიყვარული არის... ლაბირინთი, სადაც, რაც უფრო მეტს მოძრაობ, იკარგები და იკარგები...

ჩემი პირველი სიყვარული... პირველად სკოლაში მიყვარდა.

როცა შეყვარებული ვარ... ბავშვივით ყველაფერი მიხარია, რომანტიკული და ცოტა გადარეულიც ვარ...

გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელმაც... არ იცის ის, რა არის საჭირო ჩვენი ბედნიერებისთვის ...

ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... ფეხმძიმედაა. 


მეორე ნახევარი ნიშნავს... ალბათ, მეორე „მე“-ს , რომელიც პირველ ნახევარს ამთლიანებს...

როგორი ქმარი ვიქნები... მზრუნველი, ერთგული...

დაოჯახებისთვის საუკეთესო ასაკია... ეს ინდივიდუალურია, მაგრამ მაინც მიმაჩნია, რომ ასაკს მნიშვნელობა არ აქვს, მთავარია, მზად იყო ყველანაირად, ოჯახის შესაქმნელად...

ქალი და ალკოჰოლი... მძულს


როცა ვშორდები... ცოტა ხნით დეპრესია მაქვს და შემდეგ ვაგრძელებ ცხოვრებას. ვიცი, რომ ყველა დასასრულს მოჰყვება დასაწყისი, თანაც უკეთესი.

საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ზოგადად, ვარ ეჭვიანიც და ეგოისტიც. ასე რომ, სულ ვიეჭვიანებ დოზირებულად. 

ქალის ქცევა, რომელიც ყველაზე მეტად მაღიზიანებს... გადამეტებული სიმთვრალე და აბორტი!!!

ქალი და კაცი თანასწორუფლებიანია? ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ თანასწორუფლებიანი უნდა იყვნენ... მაგრამ არის საკითხები, სადაც კაცი უფრო კომპეტენტურია.


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.