გიორგი შარვაშიძე: „მთელი ბავშვობა ვემუქრებოდი, რომ მოვიტაცებდი...“

საქორწინო ანკეტა

15 იანვარი 20:00
93

„ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა იცინის და ბედნიერია“, - „საქორწინო ანკეტის“ კითხვარს მსახიობი გიორგი შარვაშიძე პასუხობს.

სახელი: გიორგი


გვარი:  შარვაშიძე


ასაკი: 27


პროფესია: მსახიობი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში: განურჩევლად სქესისა, ყველა ადამიანი არის ინდივიდი და ამიტომ ყველას თავისი უნიკალური როლი აქვს ცხოვრებაში.


ყველაზე მნიშვნელოვანი ქალი ჩემს ცხოვრებაში... ნატაშა გაბისონია.


სიყვარული არის... მიჯაჭვულობა.


ჩემი პირველი სიყვარული... ჩემი ბაღელი, რომელსაც მთელი ბავშვობა ვემუქრებოდი, რომ გარეთ მანქანა მელოდებოდა და მოვიტაცებდი.


როცა შეყვარებული ვარ... ყველა და ყველაფერი მიხარია.


როცა პაემანზე მივდივარ...რ მიყვარს სიტყვა „პაემანი“, რადგან ჩემთვის ოფიციალურ შეხვედრასთან ასოცირდება და საყვარელ ადამიანთან ასეთი შეხვედრა ვერ წარმომიდგენია.


როცა ვშორდები... განვლილ ეტაპს ვუბრუნდები და თითქოს ახლიდან იწყება ყველაფერი.


გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც... არ მეყვარება.

საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... ყურადღებას არ მომაქცევს.


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ, როცა... იცინის და ბედნიერია.


საქართველოში ყველაზე ლამაზ ქალად მიმაჩნია... რა თქმა უნდა, ჩემი რჩეული, მსახიობი ნატაშა გაბისონია.


მეორე ნახევარი ნიშნავს... იმ ადამიანს, რომელიც გიყვარს.


მინდა, ყველა ქალი იყოს... შეყვარებული, ორმხრივად.


 


გადაღების ადგილია ავეჯის სახლი „პანცილიონი“.