ვასილ დაბრუნდაშვილი: ,,როცა ვშორდები, უკეთესისთვის მზადებას ვიწყებ“

საქორწინო ანკეტა

29 იანვარი 20:00
65

,,ჩემთვის მთავარი ოჯახი  და გარკვეული ღირებეულებებია. არ ვფიქრობ რომ ცუდი მეორე ნახევარი ვიქნები“ - ,,საქორწინო ანკეტის“ კითხვარს ვასილ დაბრუნდაშვილი პასუხობს.

სახელი:  ვასილ


გვარი: დაბრუნდაშვილი


ასაკი: 30


პროფესია: ჟურნალისტი


ქალის მთავარი როლი ცხოვრებაში:  იყოს მეუღლე და საყვარელი,  პარტნიორი 


ჩემი პირველი სიყვარული... ბაღში,  როგორც ყველას...


როცა შეყვარებული ვარ... სულ შეყვარებული ვარ ვიღაცეებზე. ბუნებრივად ვარ ასეთი...


როცა პაემანზე მივდივარ...  არაფერი განსაკუთრებული არ ხდება ამ დროს,  უბრალოდ სარკეში შეიძლება ერთხელ  მეტად ჩავიხედო .


როცა ვშორდები... უკეთესისთვის  ვიწყებ  მზადებას.  


ჩემ გვერდით ვერასდროს წარმოვიდგენ ქალს, რომელიც...  არ უვლის თავს, არის დაბალი ინტელექტის , არ ხმარობს გემოვნებიან სუნამოს   და აცვია ისე რა....


ქალი ყველაზე მომხიბვლელია მაშინ...  როცა აქვს კარგი მაკიაჟი აცვია გემოვნებიანად და ატარებს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელს.


მეორე ნახევარი ნიშნავს... სიმშვიდეს, კომფორტს  , პასუხისმგებლობას .


როგორი ქმარი ვიქნები...  რთულია წინასწარ რაღაცის განსაზღვრა. ჩემთვის მთავარი ოჯახი  და გარკვეული ღირებეულებებია. არ ვფიქრობ რომ ცუდი მეორე ნახევარი ვიქნები.


მინდა ყველა ქალი იყოს... თავდაჯერებული,  განათლებული და გაწონასწორებული.


ქალი და ალკოჰოლი... ცოტა ალკოჰოლი უხდება ყველას.


საყვარელ ქალზე შეიძლება ვიეჭვიანო მაშინ, როცა... არ ვარ ეჭვიანი,  ვთვლი რომ ყოველთვის ვაკონტროლებ სიტუაციას.


ქალი და მამაკაცი თანასწორუფლებიანია?...  ეგ ეჭვგარეშეა.