X

დები გოგიჩაიშვილები Pivot point-ში

სალონი
28.06.2016 14:00
645

Pivot point-ს მოდელმა და ტელესახემ ნინი გოგიჩაიშვილმა მიაკითხა, რომელიც სილამაზის სალონს დასთან, ნანუკასთან ერთად ესტუმრა და მისგან ვარცხნილობისა თუ მაკიაჟის ყველა ეტაპზე შეფასებებს ისმენდა.

   

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
  • რაც უფრო ბუნებრივია ვარცხნილობა, მით უფრო მელამაზება. გაშლილი ლოკნები, სველი თმის ეფექტი და სხვადასხვანაირი კოსების კეთება მიყვარს.

  • ბავშვობაში თმა ბიჭურად მქონდა შეჭრილი და მეუბნებოდნენ, რომ მიხდებოდა კიდეც, მაგრამ გრძელი თმა ისე მიყვარს, ვერ წარმომიდგენია, შევიჭრა.

  • ვერ გეტყვით, რომ თმის მოვლის უამრავ პროცედურას ვიტარებ, მაგრამ, რადგან დახვევაც და გასწორებაც ხშირად მიწევს, თმა რომ არ დამიზიანდეს, მკვებავებით მცირე კომფორტს მაინც ვუქმნი.

  • სტილისტის შემოთავაზებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ვთანხმდები, თუ მისი იდეა მეც მომწონს. ხშირად კი მე ვეუბნები, რა მჭირდება.

  • დღეს მინდა, თმა სველი ეფექტით გადავიწიო. 

  • ვნახოთ, რას შესთავაზებს, სტილისტი ნინია ხარაზიშვილი ნინის. 

  • ნინია ხარაზიშვილი, სტილისტი: ნინის მსუბუქი ვარცხნილობა უნდა გავუკეთო, რომელიც ყველანაირი სტილის ჩაცმულობას უხდება. თვალი მაქსიმალურად გაიჭიმება, რაც მაკიაჟს კიდევ უფრო ლამაზად წარმოაჩენს.

  • ძალიან კმაყოფილი ვარ. ნინიას მიერ გაკეთებული ვარცხნილობა იმაზე კიდევ უფრო ბევრად ლამაზი აღმოჩნდა, ვიდრე ველოდი.

  • შემდეგი ეტაპის დროც დადგა. ნინის მაკიაჟს ვიზაჟისტი მარინა საფრონოვა გაუკეთებს. 

  • ყოველთვის ვცდილობ, სახე დავასვენო. მით უმეტეს, ზაფხულში იშვიათად ვისვამ ტონალურსაც კი. ტელევიზიის მაკიაჟი ისეთი მძიმეა, კანს სუნთქვა უჭირს. ამიტომ, როცა გადაღება არ მაქვს, ვცდილობ, სახეზე არაფერი გავიკარო.

  • როცა გარუჯული ვარ, სახეზე არაფერს ვისვამ. თუ რუჯი არ მაქვს, მხოლოდ რუმიანას ვიყენებ. გარდა ამისა, კანისფერი ტუჩის კონტურიც ძალიან მიყვარს. შეიძლება ამის გარეშე ვერც მნახოთ, თუმცა ვერ გეტყვით, რომ მხოლოდ ამ ფერით ვსარგებლობ. როცა რუჯი მაქვს, მუქ წითელ კონტურს მუდმივად ვატარებ.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: ნინის თვალზე ლაინერისა და ჩრდილის ერთმანეთში გადასვლას გავუკეთებ.

  • ქალბატონ მარინას ოქროს ხელები ჰქონია, რადგან ჩემს მაკიაჟში ყველა დეტალი მომწონს.

  • ვარცხნილობითაც და მაკაიჟითაც ძალიან კმაყოფილი ვარ. საღამოს აუცილებლად მეგობრებთან ერთად გავატარებ.

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე