ნინი შერმადინი: „თმაზე ხშირი ექსპერიმენტების გამო მეგობრებმა კამიკაძე შემარქვეს!“

სალონი

26 ივლისი 14:00, 2016 წელი
78

 Pivot point-ის სტილისტმა ერიკ კაზარიანმა და ვიზაჟისტმა ვიქტორია ბაბიანმა ამჯერად მომღერალ ნინი შერმადინის გარეგნობაზე იზრუნეს...

   

  • დროის დეფიციტის გამო ამერიკაში სილამაზის სალონს იშვიათად ვსტუმრობ, აქ კი - ძალიან ხშირად. საქართველოში ერთი სტილისტი მყავს და მისი ერთგული ვარ.

  • ვარცხნილობის გაკეთება ძალიან ადვილად შემიძლია, რადგან ბუნებრივად ხვეული თმა მაქვს, თუმცა ექსპერიმენტები მიყვარს და ფერს ხშირად ვიცვლი.

  • ერთი და იგივე იმიჯი ძალიან მალე მბეზრდება. ამის გამო ჩემმა მეგობრებმა კამიკაძე შემარქვეს - ამდენი ექსპერიმენტის შედეგად ერთ დღესაც თმის გარეშე გაიღვიძებო. თმა მიზიანდება და სულ ვმკურნალობ.

  • ძალიან მგრძნობიარე და პრობლემური კანი მაქვს. თითქმის ყველაფერზე ალერგია მეწყება. რუსუდან კახიძესთან ვიმკურნალე, რომელიც უძლიერესი დერმატოლოგია და ჩემს აკნეს უშველა.

  • ყოველდღიურად მინიმალურ მაკიაჟს ვატარებ. ტონალურს სცენისთვისაც რომ ვიყენებ, ერთი სული მაქვს, როდის მოვიშორებ ხოლმე. გადატვირთული სახე დისკომფორტს მიქმნის, განსაკუთრებით ზაფხულში. მით უმეტეს, რუჯის დროს მაკიაჟი მიზანშეწონილი არ არის.

  • მაკიაჟს სამოსისა და დღის მონაკვეთის მიხევდით ვარჩევ. ღამით აქცენტს ძირითადად თვალზე ვიკეთებ, დღისით კი ლაინერითა და ტუშით შემოვიფარგლები. თუ ზამთარია და თეთრი კანი მაქვს, ამ შემთხვევაში წითელ ტუჩსაცხსაც ვიყენებ.

  • თინეიჯერობის პერიოდში მძიმე მაკიაჟი ისე მომწონდა, ჩაშავებული თვალებით დავდიოდი. რაც წამოვიზარდე, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას. როცა საქმე მაკიაჟს ეხება, ვიზაჟისტის შემოთავაზებასაც ვიღებ და მეც ვაწვდი ხოლმე იდეებს. დღეს გადავწყვიტე, ვიქტორიას მივენდო.

  • ვიქტორია ბაბიანი, ვიზაჟისტი: ნინის ძალიან გადატვირთულ მაკიაჟს არ ვუკეთებ. ის ლამაზ თვალებს მოყავისფრო სმოუქი აის მოუხდება.

  • ამერიკაში კონცერტის წინ ხშირ შემთხვევაში დამოუკიდებლად ვიკეთებ მაკიაჟს, რადგან ეს საქმე პროფესიონალურად გამომდის. ბოლო კლიპში მაკიაჟიც მე გავიკეთე და ყველა კადრზე იმიჯიც თავად შევარჩიე.

  • ვიქტორია ბაბიანი, ვიზაჟისტი: ამ შემთხვევაში ტუჩზე ღია ფერის საცხს გამოვიყენებ.

  • ვიქტორია ბაბიანი, ვიზაჟისტი: ნინის მაკიაჟი ძალიან მომწონს. მსუბუქია და არ ყვირის. 

  • გამახსენდა, რომ ვიქტორიასთან ერთხელ უკვე მქონდა შეხება და დღეს კიდევ უფრო იოლად მივენდე, რამაც გაამართლა. ისეთი მაკიაჟი გამიკეთა, ყველას თამამად ვურჩევ, რომ ვიქტორიას ხშირად მიმართონ.

  • ხვეული თმა ჩემი სავიზიტო ბარათია. სტილისტებიც ყოველთვის მირჩევენ, მოდი, ხუჭუჭა დავტოვოთო. მეც ვეთანხმები ხოლმე. სტილისტის რჩევას დღესაც გავითვალისწინებ.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: ნინის დღეს მოცულობით ვარცხნილობას გავუკეთებ, რაც მის რუჯს მოუხდება.

  • ჩემი ვარცხნილობა ძალიან მომწონს. მსუბუქი და ბუნებრივია, თანაც ისეთი, რომ ყოველდღიურადაც ლამაზია და სადმე საღამოზეც სიამოვნებით წავიდოდი. დღეს არაფერს ვგეგმავდი, მაგრამ ისეთ ხასიათზე დავდექი, რამეს მოვიფიქრებ.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: ნინის ძალიან ლამაზი სახე აქვს და ყველაფერი მოუხდება! ჩემ მიერ შერჩეულ ვარცხნილობაში მისი თმის შეფერილობა კიდევ უფრო ლამაზად გამოჩნდა.