X

ნუკი კოშკელიშვილი: „ბენს არასდროს უთქვამს, როგორ ვარცხნილობაში მოვწონვარ“

სალონი
05.07.2016 14:00
773

ტელესახე ნუკი კოშკელიშვილი სილამაზის სალონში არ დადის, თუმცა Pivot Point-ის გამოწვევა სიამოვნებით მიიღო. როგორი იმუშავეს სტილისტმა ნინია ხარაზიშვილმა და ვიზაჟისტმა მარინა საფრონოვამ, ამას Funtime-ის ფოტოკოლაჟში ნახავთ.

    

ფოტოგრაფი: ირაკლი შალამბერიძე
  • სილამაზის სალონში არასდროს დავდივარ. თმის ბოლოებსაც მე თვითონ ვიჭრი და ვიღებავ კიდეც. სახლში გაკეთებული ნიღბები ძალიან მიყვარს. თუ სადმე ალოეს ფოთოლი დავინახე, მაშინვე ვწყვეტ და თმის ძირებში ვიზელ.

  • დაქალებს რომ ვუთხარი, სილამაზის სალონში მივდივარ-მეთქი, ძალიან გაუკვირდათ. ყველამ იცის, რომ 6 წელია, არ დავდივარ, რადგან ბევრმა ექსპერიმენტმა თმა ისე გამიფუჭა, თითქმის აღარ მაქვს. ულამაზესი, სქელი თმა მქონდა, მაგრამ ორი ღერი დამრჩა. ერთი ღერიც რომ ჩამოვარდება, მთელი წელი მივტირი. ამიტომ მირჩევნია, სალონს საერთოდ არ მივაკითხო.

  • სადმე რომ მივდივარ, განსაკუთრებულ ვარცხნილობას არასდროს ვიკეთებ. ზოგჯერ თმას ვიმაგრებ, ვიგრძელებ ხოლმე და ამას არც ვმალავ.

  • დღეს კი მინდა, Pivot Point-ის სტილისტს მივენდო.

  • ნინია ხარაზიშვილი, სტილისტი: ვინაიდან ნუკის ძალიან თხელი თმა აქვს, დიფუზორით დავუხვევ და აქტიურ ტექსტურას მივიღებ. შემდეგ კი თავისუფალ ვარცხნილობას გავუკეთებ. თმას მაღლა ავუწევ.

  • ბენს არასდროს უთქვამს, ჩემზე როგორი ვარცხნილობა მოსწონს. ბუნებრივობას ანიჭებს უპირატესობას და ალბათ, გაქუცული მოვწონვარ. დილით იცით, რას ვგავარ? მაგრამ ბენი ყოველთვის მეუბნება, რომ ახალგაღვიძებული ძალიან ლამაზი ვარ. ამ დროს სარკისკენ გავრბივარ და გაოცებული ვრჩები! ამ ბიჭს თვალები სად აქვს-მეთქი, ვფიქრობ.

  • დიფუზორით გაკეთებას ყოველთვის ვერიდები, რადგან თმას წვავს, თუმცა იშვიათად დასაშვებია. ნინიამ გამიკეთა ვარცხნილობა, რომელიც ყოველდღიურად ძალიან კომფორტულია. ორი წუთი და თმა აწეული გაქვს. ალბათ, რუჯზე ძალიან ლამაზი იქნება.

  • ვიზაჟისტთან საქმე არასდროს მაქვს. ტელევიზიისთვისაც ყოველთვის დამოუკიდებლად ვიკეთებ მაკიაჟს, მაგრამ დღეს გამონაკლისს დავუშვებ და ქალბატონ მარინას მივენდობი. ვნახოთ, რა გამოვა.

  • ბუნებრივი მაკიაჟის კეთებას უფრო დიდი დრო სჭირდება. პირველ რიგში, დამცავ კრემს ვისვამ, შემდეგ ტონალურსა და კორექტორებს საჭირო ადგილებში. ბოლოს ცხვირსაც ვიმუშავებ, რომ იმხელა არ გამომიჩნდეს, რამხელაც მაქვს და „რუმიანით“ ვასრულებ. წარბებს არ ვიკეთებ, რადგან ბუნებრივად მომწონს.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: გამომდინარე იქიდან, რომ ნუკის მსუბუქი მაკიაჟი უყვარს, მის აზრს გავითვალისწინებ. ზედმეტად არც თვალს დავუტვირთავ და არც ტუჩს. სალათისფერი თვალზეც ძალიან მოუხდება და კაბაზეც.

  • სადაც არ უნდა მივდიოდე, ვცდილობ, გადატვირთული მაკიაჟი არ მქონდეს. თუ გამოპრანჭვა მინდა, შეიძლება მაკიაჟს მბზინვარება შევმატო ან წითელი ტუჩსაცხი წავისვა. თვალებს საერთოდ არ ვიღებავ. არც მსუბუქ ჩრდილებს ვიკეთებ და არც ლაინერს ვიყენებ.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: ატმისფერი ტუჩსაცხი ძალიან მოდურია.

  • ქალბატონმა მარინამ ფერები ისე შეუხამა ერთმანეთს, შეუძლებელია, არ მომეწონოს. რაც მთავარია, სასიამოვნო პერსონალია. ძალიან კმაყოფილი ვარ!

ავტორი: სოფიო ბოჭორიძე