რუსა ჩაჩუა: „ჩემი ოცნებაა, მანიკა ასათიანის მსგავსი ჟღალი ფერის თმა მქონდეს!“

სალონი

12 ივლისი 14:00, 2016 წელი
19

მოდელი რუსა ჩაჩუა Pivot Point-ის სტილისტსა და ვიზაჟისტს ბოლომდე მიენდო. მათი მუშაობის პროცესს კი ჩვენს ფოტოკოლაჟში ნახავთ.

  

  • სილამაზის სალონს, ძირითადად, მანიკიურისა და პედიკიურისთვის ვსტუმრობ. 

  • წლების განმავლობაში გრძელ თმას ვატარებდი, თუმცა მესამე შვილზე მშობიარობის შემდეგ თმა დამცვივდა და მოკლედ შეჭრა მომიწია.

  • ექსპერიმენტებს არასდროს მივმართავ, რადგან ცვლილებების ძალიან მეშინია. გაღიავება ბოლო პერიოდში დავიწყე, თუმცა ჩემი ბუნებრივი ფერი უფრო მომწონს. ფენსაც არ ვიყენებ. მუსს შევიზელ და ბუნებრივად შრება.

  • სტილისტის გემოვნებას ყოველთვის ვენდობი და კმაყოფილიც ვრჩები ხოლმე. ამიტომ დღეს ერიკსაც თავისუფლად მივენდობი და ვნახოთ, რას შემომთავაზებს.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: როგორც რუსამ მითხრა, საღამოს არსად მიდის. ამიტომ ბუნებრივ ვარცხნილობას გავუკეთებ და თმას ავუწევ.

  • ჩემი ოცნებაა, მანიკა ასათიანის მსგავსი ჟღალთმიანი ვიყო. მანიკა ჩემთვის საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ქალია.

  • ძალიან მომწონს! მერილინ მონროსა და ბიონსეს შორის ვარ! 

  • ასე თმა არასდროს მქონია! რა თქმა უნდა, მომწონს და ვფიქრობ, მომიხდა კიდეც!

  • ყოველდღიურად მაკიაჟს თითქმის არ ვიკეთებ, მაგრამ მაკიაჟზე შეყვარებული ვარ! შინაგან განწყობაზე იმდენად მოქმედებს, სადმე რომ მივდივარ, სულ რომ სადად მეცვას, ამაღლებულ ხასიათზე ვდგები!

  • ვიზაჟისტს ხშირად მივმართავ, რადგან მაკიაჟის დამოუკიდებლად კეთებისას ძალიან ვწვალობ. თვალებს ყოველთვის სხვადასხვანაირად ვიღებავ, ამიტომ მირჩევნია, პროფესიონალს მივაკითხო.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: ასეთ ცისფერ თვალებს „ბეჟი“ ფერები უხდება, მაგრამ რადგან რუსას რუჯი აქვს, ღია ფერებს გამოვიყენებ.

  • წამწამებს ხშირად არ ვიმაგრებ, მაგრამ ჩემს განწყობაზე ეს უმნიშვნელო დეტალიც კარგად მოქმედებს.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: რადგან თვალები ღიად შევღებეთ, აქცენტს ტუჩზე გავაკეთებ.

  • ძალიან კმაყოფილი ვარ! იმდენად კარგ ხასიათზე დავდექი, რომ Pivot Point-ში დაბრუნება ხშირად მომინდება!