სალომე ჭაჭუა: „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვის“ ვარცხნილობას ხშირად დამოუკიდებლად ვიკეთებ

სალონი

19 ივლისი 14:00, 2016 წელი
21

მოცეკვავე სალომე ჭაჭუამ Pivot Point-ს კარგად დასვენებულმა და გარუჯულმა მოაკითხა. სტილისტმა ერიკ კაზარიანმა და ვიზაჟისტმა ვიქტორია ბაბიანმა ვარცხნილობასა და მაკიაჟზე სალომეს სხეულის ფერის გათვალისწინებით იზრუნეს.

  

  • სილამაზის სალონში, ძირითადად, ფრჩხილების გასაკეთებლად მივდივარ. თმის მოსაწესრიგებლად კი - იშვიათად.

  • განსაკუთრებულ ვარცხნილობებს მხოლოდ ტურნირებზე ვიკეთებ და ამას ყოველთვის დამოუკიდებლად ვახერხებ. „ცეკვავენ ვარსკვლავებისთვისაც“ ვარცხნილობას ხშირად დამოუკიდებლად ვიკეთებ.

  • როცა სალონში მივდივარ, ყოველთვის ვიცი, რისი გაკეთება მინდა. დღეს ბუნებრივად დახვეულ ვარცხნილობას გავიკეთებ. სწორი თმა მაქვს და ძალიან მალე მეშლება თმა. ვნახოთ, ერიკა როგორ შეძლებს ჩემი თმის დამორჩილებას.

  • ერიკ კაზარიანი, სტილისტი: სალომემ თმის ბუნებრივად დახვევა მთხოვა, მაგრამ იმდენად დავარდნილი თმა აქვს, მოცულობითი ვარცხნილობა ვურჩიე, რომელიც მალე არ დაიშლება.

  • ტურნირზე თმა ძალიან უნდა პრიალებდეს და დიდი რაოდენობით მუსი და ჟელე მჭირდება, ეს კი თმას ძალიან აფუჭებს. ამიტომ ყოველი თვის ბოლოს თმის სიგრძეს ოდნავ ვიმოკლებ. გარდა ამისა, დედა ნიღბებს მიმზადებს, თუმცა რას შეიცავს, ეს დღესაც არ ვიცი.

  • ერიკმა ძალიან მაგრად გამიკეთა ვარცხნილობა. ამისთვის დიდი მადლობა მას.

  • რუჯის მიღების წესებს ყოველთვის ვიცავ, მაგრამ ბათუმში სტუდიის ბავშვების შეკრება მქონდა, შემდეგ 4 დღე დავისვენე და მზეს ისე დავხამდი, დავიწვი, რის გამოც სახეზე ავჭრელდი. დღეს ტონალური არ მინდა. ლაინერსა და ყავისფერ ჩრდილებს დავჯერდები.

  • ვიქტორია ბაბიანი, ვიზაჟისტი: მაკიაჟის კეთებას სახის კორექციით დავიწყებ. რადგან სალომეს რუჯი აქვს, თვალს გავუმკვეთრებ.

  • ისეთი პროფესია მაქვს, მაკიაჟის კეთება უნდა მეხერხებოდეს და ასეც არის, რადგან ტურნირებზე ვიზაჟისტის ტარება საკმაოდ დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული. ესეც რომ არ იყოს, სიმართლე გითხრათ, ამ საკითხში საკუთარ თავს უფრო მეტად ვენდობი. ჩემი სტუდიის ბავშვების ვიზუალზეც მე ვზრუნავ ხოლმე, რაც დიდ სიამოვნებას მანიჭებს.

  • მაკიაჟის კეთება იმდენად მიყვარს, ყოველთვის ვინტერესდები, რა როგორ კეთდება და ინტერნეტში ხშირად ვუყურებ, თუმცა ამის მიუხედავად, ვერ გეტყვით, რომ ყოველდღიურად მაკიაჟს ვატარებ.

  • დღის განმავლობაში სტუდიაში ვარ და მაკიაჟით ვერ ვიმუშავებ.

  • ვიქტორია ბაბიანი, ვიზაჟისტი: რადგან აქცენტი თვალზე გავაკეთე, ტუჩს ღია ფერებში წარმოვუჩენ.

  • ვიქტორია ბაბიანი, ვიზაჟისტი: სალომეს სახის ისეთი ფორმა აქვს, ნებისმიერი ტიპის მაკიაჟი მოუხდება. ჩემ მიერ შერჩეული ტონებიც ძალიან მოუხდა.

  • ვიქტორიამ ძალიან მაგრად იმუშავა, რასაც, სიმართლე გითხრათ, არ ველოდი. ყოჩაღ! მის მიერ გაკეთებული მაკიაჟი ჩემს რუჯს ძალიან მოუხდა. სხვათა შორის, თანმიმდევრობაც დავიმახსოვრე და დამოუკიდებლადაც გავიკეთებ ხოლმე. მადლობა Pivot Point-ს!