ვიკა კალანდია კლინიკა „ელიტში“

სალონი
27.12.2016 20:00
847

სახის კანის გამაჯანსაღებელი პროცედურისთვის მსახიობმა ვიკა კალანდიამ კლინიკა „ელიტს“ მიაკითხა. პროცედურის პროცესს Funtime-ც ესწრებოდა და „ელიტის“ პოპულარულ სტუმარს რამდენიმე შეკითხვაც დაუსვა.

ვიკა, როგორ უვლი სახის კანს?
- ალკოჰოლს არ ვსვამ და სიგარეტს არ ვეწევი, რაც სახის კანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დილა-საღამოს მკვებავსაც ვიყენებ. სახეს ყოველთვის ცივი წყლით ვიბან, რადგან ვიცი, რომ თბილი და ცხელი წყალი კანს მალე აბერებს.

- ხალებს როგორ უვლი?
- შუა დღის მზეზე, რუჯს არ ვიღებ.

კარინა კუბიაშვილი ექიმი კოსმეტოლოგი: ხალს ნამდვილად განსაკუთრებული მოფრთხილება სჭირდება. ის მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ტრავმირებისგან. თუკი რაიმე ცვლილებას შევატყობთ - აქერცვლას ან სიწითლეს - აუცილებლად უნდა მივმართოთ ექიმს. სახლის პირობებში ხალის მოცილების მცდელობაც ბევრია, რაც საკმაოდ სახიფათოა.

ვიკა: როგორც წესი, ძალიან მოუსვენარი ვარ, თუმცა ქალბატონ კარინასთან ვიზიტი იმდენად სასიამოვნო აღმოჩნდა, თავს მშვიდად ვგრძნობ.

კარინა კუბიაშვილი, ექიმი კოსმეტოლოგი: ვიკას კომბინირებული კანი აქვს. დღეს მას მსუბუქი ზედაპირული პილინგი ჩაუტარდა, ლიფტინგისა და ღრმა დატენიანების ეფექტით. ზოგადად, 26 წლიდან კანის ბიოლოგიური დაბერება იწყება. ამ ასაკის შემდეგ ხდება რეგენერაციის შენელება. სწორედ ამიტომ საჭიროა სწორი კოსმეტოლოგიური ჩარევა. სხვადასხვა პროცედურით ჩვენ ვახდენთ ეპიდერმისის გასუფთავებას, ანუ კანის ზედაპირიდან  მკვდარი უჯრედების მოცილებას, რითიც ხელს ვუწყობთ რეგენერაციული პროცედურების გაუმჯობესებას.

ვიკა: პროცედურის შემდეგ ვიგრძენი, რომ კანი სუნთქავს! მადლობა კლინიკა „ელიტს“ და მის შესანიშნავ კოსმეტოლოგს. ვფიქრობ, აქ კიდევ არაერთხელ მოვალ.

- ვიკა,  კარიერაზეც შეგეკითხები. „ჩემი ცოლის დაქალებში“ რატომ აღარ ჩანხარ?
- არ ვიცი... სერიალში შეიძლება ისევ გამოვჩნდეთ, შეიძლება აღარ. გადაღებების პერიოდი ძალიან მენატრება და მსახიობებთან ურთიერთობა დღესაც მაქვს.

- ახალი შემოთავაზებები ხომ არ გაქვს?
- კი. საინტერესო შემოთავაზება მივიღე, თუმცა ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს გეტყვით.

- ახალ წელს როგორ აღნიშნავ?
- ყოველ ახალ წელს ოჯახთან ერთად ვხვდები, შემდეგ კი მეგობრებთან გავრბივარ. დღესასწაულებიდან ახალი წელი ყველაზე მეტად მიყვარს! განათებები ისე მაბედნიერებს, ვერ გადმოგცემთ, თუმცა სახლში ნაძვის ხის აწყობაში მონაწილეობა არ მიმიღია. ჩემმა დამ მორთო და წუწუნებდა, დამეხმარეო. დამდეგს მოგილოცავთ ყველას, ვულოცავ კლინიკა „ელიტს“, რომელმაც დღეს არაჩვეულებრივი, წინასაახალწლო საჩუქარი გამიკეთა.

კლინიკა „ელიტი“ უკვე 14 წელია, პაციენტების სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნავს. კლინიკა დღეს 4 ძირითადი მიმართულებით მუშაობს: თანამედროვე სტომატოლოგია, ბავშვთა სტომატოლოგია, კოსმეტოლოგია, ლაზერული ეპილაცია.

კლინიკა „ელიტში“ პაციენტებს, კომფორტულ გარემოსთან ერთად, დახვდებათ მაღალკვალიფიციური, საიმედო ექიმების გუნდი, ყველა მიმართულებით დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიები და გარანტირებული სტერილიზაცია.

ფოტოგრაფი: ნინო მენთეშაშვილი
ავტორი: სოფიო ბოჭორიძე