ვიკა კალანდია: „ვასკა ჩხაიძისა და ბახვა ბრეგვაძის თაყვანისმცემლები მშვიდად იყვნენ!“

სალონი

6 სექტემბერი 14:00, 2016 წელი
20

რუბრიკა „სალონის“ ახალი სეზონის პირველი სტუმარი სერიალ „ჩემი ცოლის დაქალების“ მსახიობი ვიკა კალანდიაა. როგორი ვარცხნილობა და მაკიაჟი მოარგეს მსახიობს სილამაზის სალონ Pivot Point-ის სტილისტმა ნინია ხარაზიშვილმა და ვიზაჟისტმა მარინა საფრონოვამ, ამას ფოტოკოლაჟში ნახავთ.

    

  • სილამაზის სალონში კვირაში ორჯერ დავდივარ. ზოგს ბუნებრივად ისეთი თმა აქვს, დილით რომ იღვიძებს, სალონიდან გამოსულს ჰგავს, მე კი ყოველთვის სტილისტის ჩარევა მჭირდება, რადგან მორჩილი თმა არ მაქვს.

  • განსაკუთრებული ვარცხნილობები არ მიყვარს, მათ შორის, დღესასწაულებზეც კი.

  • ნინია ხარაზიშვილი, სტილისტი: ვიკამ მთხოვა, რომ ყოველდღიური, თავისუფალი ვარცხნილობა გამეკეთებინა და ასეც ვიქცევი. ერთადერთი, ვარცხნილობის ფორმას შევცვლიდი.

  • „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემს გმირს თიკას მხოლოდ ჩაცმის სტილით ვგავარ, რომელიც სერიალშიც და რეალურ ცხოვრებაშიც ერთმანეთს ხშირად ემთხვევა.

  • სხვათა შორის, ბევრი მეუბნება, რომ „ჩემი ცოლის დაქალებში“ ასაკით უფრო დიდს ვგავარ. ცოტნესაც და მეც ასაკს გვიმატებენ ხოლმე.

  • ნინიას ოქროს ხელები აქვს! პრეტენზიული ვარ-მეთქი, რომ გითხრათ, ხმამაღალი ნათქვამი იქნება, მაგრამ უცხო სტილისტთან რომ დავჯექი, ცოტა დაძაბულობას ვგრძნობდი, თუმცა შედეგი სახეზეა! ნინია ზუსტად მიხვდა, რა მინდოდა!

  • ხშირად მამსგავსებენ გიგი უგულავას ყოფილ ცოლს, ლელა კილაძეს. ერთხელ სილამაზის სალონში ავტორუჯის მისაღებად შევედი. ადმინისტრატორი გადაირია, ისე მომემსახურა. ვიფიქრე, „ჩემი ცოლის დაქალებიდან“ მიცნო-მეთქი, მაგრამ სახელით ლელა, რომ მომმართა, მერე გაირკვა, ვინ ვეგონე.

  • ფრჩხილის წითელი ლაქი და ტუჩსაცხი ძალიან მიყვარს, მაგრამ ყოველდღიურად მსუბუქ მაკიაჟს ვატარებ, ყოველგვარი ტონალურის გარეშე. დღეს კი ქალბატონმა მარინამ მსუბუქი „სმოქი აისზე" შეაჩერა ყურადღება და მეც სიამოვნებით დავთანხმდი. 

  • განსაკუთრებულ დღეებში „სმოქი აის“ მეც მიყვარს, თუმცა, თუ წითელი ტუჩსაცხის გამოყენება მინდა, თვალებზე მსუბუქ აქცენტს ვიკეთებ. ჩაცმულობასაც გააჩნია.

  • ცხვირის გამო კომპლიმენტს ხშირად ვიღებ, მაგრამ ყველაზე მეტად მიხარია, როცა მეუბნებიან, რომ კარგი მძღოლი ვარ. ინტერვიუებში სულ აღვნიშნავ, რომ პლასტიკური ქირურგიის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ პირადად მე არაფერი გამიკეთებია. ამის მიუხედავად, ჩემზე არაერთხელ მსმენია, რომ თურმე ცხვირი და ტუჩი გაკეთებული მაქვს.

  • „ჩემი ცოლის დაქალებში“ ჩემი გმირის, თიკასგან განსხვავებით, თვალზე ლაინერს იშვიათად ვისვამ.

  • მარინა საფრონოვა, ვიზაჟისტი: ვიკას წითელი ტუჩსაცხი ძალიან რომ უხდება, ეს აშკარაა! 

  • მაკიაჟზეც და თმაზეც გავგიჟდი! არც სტილისტისთვის და არც ვიზაჟისტისთვის ზედმეტი ახსნა არ დამჭირვებია! ისე გამალამაზეს, გოგოებს დავურეკავ და რამეს დავგეგმავ. ვფიქრობ, Pivot Point-ს მალე ისევ ვესტუმრები.

  • ვიკას ყოფილ კალათბურთელ ვასილ ჩხაიძესთან ურთიერთობის შესახებაც ვკითხეთ, რაც ცოტა ხნის წინ Funtime-თან არც უარყო და არც დაადასტურა… რა ხდება სინამდვილეში?
    - ვასკასთან რომანს არ ვადასტურებ. ეს ადამიანი ჩემი უახლოესი მეგობარია. უსაყვარლესი და უსიმპათიურესია, მაგრამ ჩვენ მხოლოდ მეგობრობა გვაკავშირებს. დასთან და მეგობართან ერთად კვარიათში ვისვენებდი და ვასკაც იქ იყო.

  • - ვიკა, შენზე რომ ჭორაობენ, არ გაღელვებს?
    - არა. ჭორებზე გამახსენდა: ბევრმა მომწერა და მკითხა, მე და მსახიობი ბახვა ბრეგვაძე ერთად ვართ თუ არა. ყველას მინდა, ვუპასუხო, რომ ბახვაც ჩემი უსაყვარლესი მეგობარია. ბახვასა და ვასკას თაყვანისმცემლები მშვიდად იყვნენ - ორივესთან მხოლოდ კარგი მეგობრობა მაკავშირებს. 

  • - როგორი უნდა იყოს მამაკაცი, რომელიც შენ გვერდით წარმოგიდგენია?
    - არ ვიცი... ამას, ალბათ, მაშინ მივხვდები, როცა შევხვდები. 19 წლის რომ ვიყავი, სულ ვამბობდი, რომ ქერა ბიჭი არასდროს მომეწონებოდა, მაგრამ გარკვეული პერიოდი გავიდა და სწორედ ქერა მომეწონა. 

     

  • - მეოჯახე ქალის ამპლუაში როგორ ხედავ საკუთარ თავს?
    - რაღაცების კეთება კარგად გამომდის. დასასვენებლად რომ ვიყავით, ჩემი და და მეგობარი მეღადავებოდნენ, თავი მართლა ვარსკვლავი ხომ არ გგონია, ჭურჭელი დარეცხეო. ჩემს გმირს, თიკას, არაფრით ვგავარ და არც მისნაირი ისტერიჩკა ცოლი ვიქნები.