თაკო ცქვიტინიძე: არ ვარ საშიში

საჭესთან

14 აგვისტო 22:00, 2015 წელი

მართალია, დიდი ხანი არ არის, რაც მსახიობი და ტელეწამყვანი თაკო ცქვიტინიძე საჭეს უზის, მაგრამ საკმაოდ კარგი მძღოლია და მასთან ერთად მგზავრობა უსაფრთხოა. ერთი ეგ არის, რომ საბურავების მტერია.


- რაც საჭეს მივუჯექი, დიდი დრო არ არის, მაგრამ არ ვარ საშიში, ანუ ჩემს მანქანაში ჩაჯდომა და ჩემთან ერთად მგზავრობა უსაფრთხოა. არასდროს ვქმნი საავარიო სიტუაციებს და არ ვაკეთებ საშიშ მანევრებს. დავდივარ მშვიდად. ახლა „მერსედესი“ მყავს. ეს მანქანა ჩემმა ქმარმა 6 წლის წინათ ამერიკიდან ჩამოიყვანა. ისე შევეჩვიე, რომ სხვა მანქანაზე გადაჯდომა ვეღარ წარმომიდგენია.


- მანქანის ტექნიკურ მხარეში ერკვევი?
- ეს ჩემთვის ჩინურივითაა, აბსოლუტურად ვერ ვერკვევი. თუ რამეა გასაკეთებელ-შესაცვლელი, ჩემი მეუღლე ნიკუშა აგვარებს. მინდა გითხრათ, საბურავების მტერი ვარ, ისეთი სიხშირით ვხეთქ, თავადაც მიკვირს. პარკირების დროს ბორდიურზე ავდივარ ხოლმე და ალბათ, ამის ბრალია (იცინის). ეს პრობლემა სულ მაქვს.


- მანქანის სალონში დაბალძირიანი ფეხსაცმელი გიდევს. ქუსლიანი ფეხსაცმლით გიჭირს საჭის მართვა?
- ისეთი პროფესია მაქვს, სარეპეტიციო ტანსაცმელი და კოსმეტიკა სულ თან დამაქვს. მანქანაში ყოველთვის მიდევს მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი - სადმე ოფიციალურ შეხვედრაზე ან გადაღებაზე თუ მომიწევს წასვლა, უცებ რომ ამოვიცვა. დაბალძირიანი ფეხსაცმლით კი უფრო ადვილად ვმართავ საჭეს. შეიძლება ცალ ფეხზე მაღალქუსლიანი მეცვას და მეორეზე დაბალძირიანი (იცინის).


- ზოგი მძღოლი ძალიან ცუდად მოძრაობს. შეიძლება, თავი ვერ შეიკავო, „ადუღდე“ და ეს ემოცია, თუნდაც ქალმა, გინებითაც გამოხატო. ასეთ სიტუაციებში როგორ იქცევი?
- ამ დროს ასეთ მძღოლებს გრძელი, გაბმული „სიგნალით“ ისეთ მესიჯს ვუგზავნი, ურჩევნიათ, ვაგინო. სახეზე კი გაოგნება მახატია (იცინის). ქალი მძღოლების უმეტესობა სარკეში არ იხედება და ამ დროს შეიძლება, ისე შეგაშინონ, მშვიდი და მოწესრიგებული ადამიანიც კი მწყობრიდან გამოგიყვანონ.


- არ დაგეთანხმები იმაში, რომ ქალი მძღოლები სარკეში არ იხედებიან. ნამდვილად იხედებიან, თუმცა - გასაპრანჭად...
- მეც ამას ვამბობ! სარკეში იმისთვის უნდა იყურონ, რომ სიტუაცია აკონტროლონ. სხვათა შორის, გამოუცდელი, ახალი მძღოლი ვიყავი, უკანა სვლით გამოვდიოდი სწრაფად, თან დაქალს ვეჭორავებოდი, თან სარკეში ტუჩსაცხს ვისვამდი და... უცბად - „სტოპ“ კადრი... კედელს ისეთი ვგლიჯე, მანქანას მთელი უკანა მხარე შევუნგრიე. მეორედ ასე ხომ აღარ მოვიქცევი?! როცა საჭესთან ზიხარ, ქალური მომენტები უნდა დაივიწყო.


- თუ გაქვს ნივთი, რომელიც სულ თან დაგაქვს?
- ასეთია „ბარაბაშკა“, რომელიც სამი წელია, ჩემს მანქანაში ცხოვრობს. ნატა მურვანიძემ ჩამომიტანა. როგორც გავიგე, მძღოლებისა და მანქანის მფარველია. ჩემი „ბარაბაშკა“ მიყვარს და მის გარეშე მგზავრობა ვერ წარმომიდგენია.


- ხშირად გაჯარიმებენ?
- პატრულმა სულ სამჯერ გამაჩერა. პირველად წითელზე გავლის გამო გამაჩერეს. ისეთი დაბნეული სახე მქონდა, მკითხეს, პირველად ჯარიმდებითო. დიახ-მეთქი და უცებ ფოიერვერკები დაემთხვა ცაში. პატრულს გაეცინა, - ხომ ხედავ, შენს პირველ ჯარიმას მთელი თბილისი ფოიერვერკებით ზეიმობსო (იცინის).

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.