კახა კუხიანიძე: „ჩემს მანქანაში, ქუჩიდან „დაკერილ“ ქალს ვერ ნახავთ“

საჭესთან

21 აგვისტო 22:00, 2015 წელი

„ყველა მძღოლს ვურჩევ, ისწავლოს დათმობა... და, თუ ლამაზი ქალი ზის საჭესთან, მაშინ ორმაგად დაუთმონ მამაკაცებმა“.


მომღერალი კახა კუხიანიძე რვა წლის ასაკიდან ატარებს მანქანას. არასდროს მოსვლია ავარია და საჭესთან ყოველთვის მობილიზებულია. თუმცა, პატრულებთან ბედი სწყალობს და თავისი სამსახიობო ნიჭის წყალობით, სოლიდურ ჯარიმებსაც ირიდებს.


- ათი წლის წინათ ვიყიდე ჩემი საკუთარი ავტომანქანა „რაფ 4“, კუპე და აი, მაშინ მივხვდი, რა მაგარია, როცა ავტომობილი შენია, მასზე პასუხისმგებელი ხარ და თავად უნდა მოუარო. შემდეგ ვიყიდე „მერსედესი“. ახლა კი ახალი მოდელის „მერსედესი“ მყავს - ცხრა წლის შავი ბიჭი. მადლობა ღმერთს, არ მაწვალებს და არ მიწევს პროფილაქტიკებში სიარული. 


- შენს მანქანაში რომ ჩავჯექი, ვერსად შევნიშნე რაიმე ზედმეტი ნივთი. ყოველთვის ასეა, თუ ეს გადაღებას დაამთხვიე?
- ზოგადად, მოწესრიგებული ვარ და მანქანაც სულ წესრიგში მყავს. არ მიყვარს არეული სალონი. საბარგულიც სულ დალაგებული მაქვს. შეიძლება, ბევრი ატრიბუტი მედოს, მაგრამ ყველაფერს თავისი ადგილი აქვს მიჩენილი. მანქანაში სულ მიდევს ჩანთა სავარჯიშო ტანსაცმლით.


- თითქმის ყველა მძღოლს აქვს მანქანის სალონში ნივთი-თილისმა. შენს მანქანაში კი ვერ დავინახე. ასეთი რამეების არ გჯერა?
- მეც მქონდა მსგავსი ნივთი - დუბაიდან მეგობარმა ჩამომიტანა, ნატურალური ქვების აცმა. გაწყდა. ავაცვი, დავკიდე და ისევ გაწყდა. მერე მითხრეს, ალბათ, თვალი აიღოო. მანქანაში სულ მაქვს ჩემი სიმღერების მინიდისკი, რომელიც არ ვიცი, როდის დამჭირდება. და ტელეფონის დამტენი.


- საკუთარ სიმღერებს ხშირად უსმენ მგზავრობის დროს?
- ჩემს სიმღერებს იშვიათად ვრთავ მანქანაში. თუ ახალი სიმღერა მაქვს ჩაწერილი, მაშინ მას ვატრიალებ და თან ხმამაღლა ვყვები.


- პატრულთან როგორი ურთიერთობა გაქვს?
- პატრულთან ბედი მწყალობს. თუმცა, ერთხელ ისეთი ამბავი შემემთხვა, როცა ვყვები, დაუჯერებლად მიაჩნიათ. მოკლედ, დაბადების დღეზე კარგად დავთვერი. მეგობრებმა დამირეკეს, - მცხეთაში ვართ, ჩამოდი და აქ გავაგრძელოთ შენი დაბადების დღეო. დავადექი გზას თბილისიდან. ისეთი მთვრალი ვიყავი, მცხეთას გავცდი და ავტობანზე საპირისპირო გზაზე აღმოვჩნდი. კი ვიფიქრე, სამყარო ჩემს წინააღმდეგ ხომ არ არის, რა ყველა მე მინთებს ფარებს და სიგნალს მაძლევს-მეთქი. ამ დროს პატრულის ხმაც გავიგონე: „მერსედესი! დროზე გაჩერდი და გადმოდი მანქანიდან!“ და დამცხააა (იცინის). გავაჩერე მანქანა, ჩამოვწიე მინები და მაგარ პანიკაში ჩავვარდი. დავიწყე რეკვები, მსახიობობა პატრულის წინაშე, - ვაიმე, დავიბენი, მცხეთას გავცდი... რომ ამოვიქოქე, აღარ გავჩერდი, იმათ ერთი სიტყვაც არ ვათქმევინე. მოკლედ, ბოლოს მოვაბრუნე მანქანა ავტობანზე, პატრულს კოცნა გავუგზავნე და მცხეთისკენ გავბრუნდი. ვერ გეტყვით, პატრული ჩემმა შოკმა და პანიკამ თუ დაიბნია, მაგრამ ფაქტია, მაპატიეს. სხვათა შორის, ჯარიმებს პატიოსნად ვიხდი. მთავარია, საჭესთან მეტი ყურადღება გამოიჩინო და არასდროს მიუჯდე ნასვამი.
ქალი რომ მართავს მანქანას, შორიდან ვცნობ და მათ გამო მეც ვარაუდით დავდივარ. ჩემი დევიზია - „დატკბი ცხოვრებით! ამიტომ არც სწრაფად სიარული მიყვარს და არც საშიში მანევრების კეთება.
სხვათა შორის, ყველას სიამოვნებს ჩემს მანქანაში ჩაჯდომა. არასდროს ვკიდებ სალონში სუნის არომატიზატორს, მირჩევნია, ჩემი სუნამოს სუნი ტრიალებდეს.


- რას ურჩევ მძღოლებს?
- ყველა მძღოლს ვურჩევ, ისწავლოს დათმობა... და, თუ ლამაზი ქალი ზის საჭესთან, მაშინ ორმაგად დაუთმონ მამაკაცებმა. ერთხელ ისე მომეწონა ქალი საჭესთან, ფალიაშვილზე ორჯერ „დავკრუგე“, ბოლოს გზაც დავუთმე და გავატარე (იცინის). თუ მაგარ მანქანაში ზის მამაკაცი, ნებისმიერ ქალს „დაკერავს“, მაგრამ დამიჯერეთ, ჩემს მანქანაში ქუჩიდან „დაკერილ“ ქალს ვერ ნახავთ.

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!