ნინო მუმლაძე: მანქანა ჩემთვის არც ბავშვობის ოცნება ყოფილა, არც „სამარიაჟო“ ან ფუფუნების საგანი

საჭესთან

11 სექტემბერი 22:00, 2015 წელი

ერთხელ პატრულმა გამაჩერა. მოვიდა, მომესალმა და ჯიბიდან ბლოკნოტი და პასტა ამოიღო. ვიფიქრე, ალბათ ჯარიმას მიწერს მეთქი და ოფლმა დამასხა...

მსახიობისა და ტელე-რადიო წამყვან ნინო მუმლაძის „ნისან მარჩის“ ავტომანქნას თუ შეხედავთ, მიხვდებით, რომ ამ პატრონის ხელში ნამდვილად გაუმართლა - მოვლილიც არის, სუფთაც და, რაც მთავარია, ენერგიული, მომხიბვლელი და მუდამ ხალისიანი მძღოლი მართავს:
- მანქანა ჩემთვის არც ბავშვობის ოცნება ყოფილა, არც „სამარიაჟო“ ან ფუფუნების საგანი. ჩემი ცხოვრების რეჟიმიდან გამომდინარე, დღეში უამრავ ადგილას მიწევს მისვლა და მანქანის ყიდვით ფულის ეკონომიაც შევძელი და დროისაც. შემოსავლის ნახევარს ტაქსიში ვხარჯავდი, ახლა კი ისეთი მანქანა შევიძნე, რომელიც მინიმალურ საწვავს მოითხოვს, კომფორტულიცაა და „კოკროჭინაც“.  „ნისან მარჩი“ ჩემი პატარა გოგოა, რომელსაც „თვინა“ ჰქვია. იაპონიიდან რომ ჩამომიყვანეს, პრაქტიკულად ახალი იყო და დღემდე ისე მემსახურება, პრობლემა არ შეუქმნია. 


- შენს გოგოს ნაიარევი რომ შევამჩნიე?
- შეამჩნიეთ, ხო (იცინის)?  ავტობუსმა „გაგვალამაზა“. სხვათა შორის, კარგად ვერკვევი ჩემი მანქანის ტექნიკურ საკითხებშიც - ზეთსაც მე ვუცვლი და, თუ საჭიროა, აკუმულატორსაც ვტენი „პერემიჩკებით“ და წყალსაც ვამატებ.


- მანქანის სალონში დიდი ზომის ჩანთები გიდევს. დარწმუნებული ვარ, მასში შენი ტანსაცმელია. 
- ჩემს მანქანაში მხოლოდ მაშინ დევს ტანსაცმლით გაძეძგილი ჩანთა, როცა გადაღებისთვის მჭირდება. საბარგულიც რომ გახსნათ, ნახავთ, რომ ცარიელია. არ მიყვარს მანქანით ნივთების, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის ტარება, რასაკვირველია, თუ არ მჭირდება.


- გოგონების მანქანებში ხშირად შემინიშნავს ათასგვარი ატრიბუტიკა. შენს მანქანაში კი ასეთი ვერაფერი დავინახე...
- იცით, არც ოთახი მიყვარს გადაზიზილპიპილოებული და არც მანქანა. ბიჟუტერიასაც კი არ ვხმარობ და მსგავსი ნივთები ჩემს „თვინას“ რატომ უნდა დავკიდო?


- ხშირად იხდი ჯარიმებს, თუ გწყალობს პატრული?
- ხშირად არ მაჯარიმებენ, რადგან მოწესრიგებული და მშვიდი მძღოლი ვარ. ერთხელ პატრულმა გამაჩერა. მოვიდა, მომესალმა  და ჯიბიდან ბლოკნოტი და პასტა ამოიღო, ვიფიქრე, ალბათ ჯარიმას მიწერს მეთქი და ოფლმა დამასხა. მან კი გამიღიმა და მითხრა: თუ შეიძლება, ავტოგრაფი მომეცითო (იცინის).


- ვინც გიცნობს, დამეთანხმება, რომ ხალისიანი ადამიანი ხარ და შენი გაბრაზება არავის უნახავს. დავიჯერო, საჭემ გინება არ გასწავლა?
- მრცხვენია ამის აღიარება, მაგრამ საჭესთან დაჯდომამ ჩემს ლექსიკონში სართულიანი გინებაც შეიტანა (იცინის). როცა ძალიან ვბრაზდები და თან მანქანაში მარტო ვარ, გინებაში მამაკაცს არ ჩამოვუვარდები. ბევრი მეუბნება, ეს კაცური გინება, რაღაცნაირად, გიხდებაო. ხანდახან კი ისეთ მანევრს ვაკეთებ, ჩემი მეგობრები ხუმრობენ: ასე გვგონია, საჭესთან ნინო კი არა, გამოცდილი ჯემალი ზისო (იცინის). ბოლოს კი მინდა, მძღოლებს მივმართო:  მთავარია კარგი განწყობით მიუჯდეთ საჭეს და ურჩი მძღოლების გამო არ ინერვიულოთ - ეს მთელი დღის განმავლობაში სასიამოვნო მგზავრობის გარანტიაა!

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.