მანიკა ასათიანი საჭესთან: „დამიჯერებთ, რომ გვერდით არასდროს ვიყურები?“

საჭესთან

18 სექტემბერი 22:00, 2015 წელი

„ერთხელ, მახსოვს, ჩემთვის, მობილიზებულად მივდიოდი და გვერდიდან რომ ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება, გამასწრო, ლუქიდან ამოვიდა და რაღაცებს ხელების ქნევით მეუბნებოდა“, - გვიყვება მოდელი, ტელეწამყვანი და ჟურნალისტი მანიკა ასათიანი, რომელიც მართლაც შეუძლებელია, „მერსედესის“ საჭესთან ვერ შეამჩნიო.

- მართალია, იდეალური მძღოლი არ ვარ, მაგრამ კომპლიმენტი ხშირად მიმიღია. როცა მამაჩემი და ჩემი ქმარი შემაქებენ ხოლმე, ეს დიდ რამეს ნიშნავს ჩემთვის. ვინმე ცუდად თუ ჩამიჭრის გზას ან სახიფათო მანევრს გააკეთებს, შეიძლება, გავცხარდე, მაგრამ სიმშვიდესა და ქალურობას არასდროს ვკარგავ. დიდი-დიდი, ჩუმად ჩავილაპარაკებ: დეგენერატი.
ასე რომ, საჭესთან მამაკაცური საწყისები ჩემში არ ირთვება (იცინის). 


- გაქვს ისეთი ნივთი მანქანაში, რომელსაც ყოველდღიურად ატარებ?
- ასეთია სათვალე, რომელიც სახლში არ ამაქვს და სულ მანქანაში ვტოვებ. და მუსიკალური დისკები. ასევე, სარკეზე მიკიდია ჯვარი, რომელიც თავად ვიყიდე ეკლესიაში და მიდევს სამი წმინდანის ხატი. ასე მგონია, ეს ყველაფერი გადაადგილებების დროს მიცავს. სხვათა შორის, არ მიყვარს ათასი ნივთით მორთული მანქანა. ჩაცმულობაშიც ვერიდები გადაზედმეტებას და, მით უმეტეს, მანქანაში. სისადავე, როგორც ადამიანს, ისე მანქანასაც უხდება. ზოგადად, გოგოშკური, პატარა მანქანებიც არ მომწონს, უფრო მამაკაცური მანქანები მიყვარს.


- შენი ხელით თუ გაგირეცხავს მანქანა?
- მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ, სულ სუფთა იყოს, ჩემი ხელით არასდროს გამირეცხავს. ვერც მანქანის ტექნიკურ დეტალებში ვერკვევი. ერთადერთი, თუ ვხედავ, რომ საბურავმა დაიშვა, პროფილაქტიკაში შევაყენებ და დავამატებინებ. წარმოუდგენლად მიმაჩნია, ავხადო „კაპოტი“ და რაღაცების კეთება დავიწყო. არ არის ეს ჩემი საქმე და ვიცი, არც გამომივა.
ეს მაინც მამაკაცის საქმეა.


- ბევრი ბიჭისგან გამიგია, გოგო მაგარი მანქანის საჭესთან ყურადღებას იპყრობსო. მით უმეტეს, ისეთი ლამაზი, როგორიც შენ ხარ. გვერდიდან მზერები შენც გიგრძნია?
- დამიჯერებთ, რომ გვერდით არასდროს ვიყურები (იცინის)? მართლაც, ასეა. ბევრჯერ ნაცნობსაც უთქვამს, შენ გვერდით ვიდექით შუქნიშანზე და ერთი არ გამოიხედეო. სულ პირდაპირ ვიხედები და ვცდილობ, გვერდიდან კომპლიმენტებს ყურადღება არ მივაქციო.


- დავიჯერო, ერთხელაც არავის მიუქცევია შენი ყურადღება?
- ერთხელ, მახსოვს, ჩემთვის, მობილიზებულად მივდიოდი და გვერდიდან რომ ვერ მიიქცია ჩემი ყურადღება, გამასწრო, ლუქიდან ამოვიდა და რაღაცებს ხელების ქნევით მეუბნებოდა. არაფერი გამოუვიდა, მაინც გულგრილად ჩავუარე (იცინის).


- ამბობ, მობილიზებული დავდივარო, ჰოდა, ახლა გადაგამოწმებ - ჯარიმებს ხშირად იხდი?
- ვცდილობ, წესები არ დავარღვიო, მაგრამ ისეთი მოძრაობაა ქალაქში, ხანდახან გამონაკლისიც ყოფილა და მეც დამირღვევია. პატრულები მცნობენ, კომპლიმენტებს მეუბნებიან და არ მაჩერებენ. სულ ერთხელ დამაჯარიმეს, ისიც არასწორი პარკირების გამო. მიყვარს საჭესთან ჯდომა და არასდროს დამზარებია ვინმეს სახლამდე მიყვანა. არც სახელი დამირქმევია ჩემი მანქანისთვის, მაგრამ იმდენად კაცური და გამძლეა, უფრო ბიჭია და არა გოგო (იცინის). ნებისმიერ ადგილას მიდის, დაყენებაც ადვილია - არ არის ადგილი? ადი ბორდიურზე! (იცინის) - რასაკვირველია, სანამ ამას კანონი აგვიკრძალავს. თავიდანვე თავდაჯერებული დავჯექი საჭესთან და არ მქონია შიში. ეს დიდი პლუსია, რადგან, თუ გეშინია, დაძაბული ხარ, იბნევი და სწრაფადაც ვერ მოქმედებ. ზოგადად, მძღოლებს ვთხოვ, ხშირად დაუთმონ გზა ერთმანეთს - არა აქვს მნიშვნელობა, ქალი ზის საჭესთან თუ მამაკაცი.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.