ზურა გორგაძე: დილით რომ ვიღვიძებ და ვიცი, დაბლა ჩემი გოგო მელოდება, უბედნიერესი ვარ

საჭესთან

25 სექტემბერი 22:00, 2015 წელი

მანქანა კომფორტია, სხვა სიამოვნებაა, მაგრამ ტრანსპორტით გადატვირთულ ქალაქში ცხოვრება გავიმარტივე და მოპედი შევიძინე, - ამბობს მსახიობი და ტელე-რადიოწამყვანი  ზურა გორგაძე, რომელსაც ხშირად აკადემიურად გამოწყობილს ნახავთ ამ ტრანსპორტის საჭესთან, მაგრამ მისთვის მთავარი ის არის, რომ არსად იგვიანებს. 

- აღარც საქმეზე მიმავალს მაგვიანდება და არც გადაადგილება და პარკინგი მიჭირს. მანქანა გავყიდე და „იამაჰა ვინო“ ვიყიდე. „გრუტის“ ვეძახი, რადგან გრრრ... გრრრრ... ასეთი ხმა აქვს, როცა ვქოქავ (იცინის). რეტროსტილია, იაპონური და ძველ რომს მახსენებს, სადაც მსგავსი ტრანსპორტით გადაადგილდებოდნენ. ხშირად კინოფილმიდან გადმომხტარ პერსონაჟს მადარებენ (იცინის).


- გეთანხმები, მოპედით, სპორტულად ჩაცმული, ადვილია გადატვირთულ ქალაქში მოძრაობა, მაგრამ, როცა სერიოზულ შეხვედრაზე გიწევს წასვლა და კლასიკურად უნდა იყო ჩაცმული?
- ასეთ ფორმაშიც ხშირად მნახავთ, რა პრობლემაა (იცინის)? გეთანხმებით, ამ ტრანსპორტს სპორტულად ჩაცმული უნდა მართავდე, მაგრამ დღის განმავლობაში საქმიან შეხვედრებზეც მიწევს მისვლა. შესაბამისად, ასე აკადემიურად გამოწყობილი ჩემს სტაფილოსფერ „გრუტზე“ ვარ გადამჯდარი და დავქრივარ. მართალია, მოპედი, მაინცდამაინც უსაფრთხო ტრანსპორტად არ მოიაზრება, მაგრამ დიდი სიჩქარე არ აქვს - 60 კმ/სთ და ძალიანაც რომ მოინდომო, ამაზე ჩქარა ვერ ივლი. მეც ფრთხილი მძღოლი ვარ, პრობლემას არც სხვას ვუქმნი დ არც საკუთარ თავს. თუმცა ქუჩაში ზოგი ისეთი გაუმართავი მანქანა დადის, მის უკან მიმავალს ალა პუგაჩოვა მგონია თავი.


- ალა პუგაჩოვა რა შუაშია?
- ისეთ ბოლს უშვებს, სცენაზე რომ უშვებენ და მერე ალა გამოდის (იცინის). ვცდილობ, ამ გამონაბოლქვს ავცდე, არ ვისუნთქო და შემოვლითი გზებით ვსარგებლობ. ასე სუფთა ჰაერსაც ვყლაპავ და სიამოვნებაც მეტია. 



- თქვი, საფრთხეს არ ვუქმნი საკუთარ თავსო, არადა ბევრჯერ გნახეს ჩაფხუტისა და სათვალის გარეშე. რატომ არ ატარებ ამ ატრიბუტებს?
- ვიცი, რომ ჩაფხუტი აუცილებლად უნდა მეხუროს, ასე უფრო დაცული ვიქნები, მაგრამ ეს დისკომფორტს მიქმნის. თან მირჩევნია, სამსახურში დატკეპნილი თმით არ მივიდე. ასე ქიქინი მირჩევნია (იცინის). უნდა ნახოთ, მაგარი მანქანებიდან როგორ მიყურებენ, მათ გვერდით „ბაბაჩკაში“ და პიჯაკში გამოწყობილი რომ ჩავიქროლებ ხოლმე. გადმომხედავენ და ეღიმებათ. ასე რომ, ჩემი სტაფილოსფერი მოპედით მიმავალი „შიკარნი“ მანქანებიდან გოგონების „ვზგლიადებს“ ვიჭერ (იცინის). ხშირად, გზაც დაუთმიათ, სამარშრუტო ტაქსებისგან განსხვავებით.


- „გრუტი“ გოგოა თუ ბიჭი?
- ცოტა ჩამჭრელი კითხვა დამისვით (იცინის). ხმამაღლა რომ ვთქვა, გოგოაო-მეთქი, მეტყვიან, რა არის შე კაი კაცო, ამ გოგოს რომ გადააჯექი და დააგლიჯინებო (იცინის). რა ვქნა, მაინც ჩემი გოგოა, მეც მაქსიმალურად ვუფრთხილდები და თავადაც პატივს მცემს. ყველას ვურჩევ, შეიძინონ სკუტერი და ამით იარონ. დამიჯერეთ, დილით რომ ვიღვიძებ და ვიცი, დაბლა ჩემი გოგო მელოდება, უბედნიერესი ვარ. მაგარი მანქანაც რომ დამიყენოთ გარაჟში, მაინც მოპედი მირჩევნია - ნერვებიც მწყობრში მაქვს, არსად მაგვიანდება, ეკონომიურია და თან მინიმალური გამონაბოლქვი აქვს.

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!