თაკო მელიქიშვილის თავგადასავლები შუქნიშნიდან შუქნიშნამდე

საჭესთან

6 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

„ერთხელ ბათუმში მივდიოდი და ლანჩხუთამდე მდია „ბმვ“-ს ფირმის მანქანამ. სასწაულ რაღაცებს აკეთებდა, საავარიო სიტუაციებს მიქმნიდა. ვფიქრობდი, ან ახლა გადავიჩეხები სადმე და ან ახლა... მერე ვუყვებოდი მეგობრებს: გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და მაგრად ვაგინე-მეთქი... არ დამიჯერეს“, - სიცილით გვიყვება თავის საგზაო ისტორიებს რადიოწამყვანი და მომღერალი თაკო მელიქიშვილი.

- ექვსი წელია, რაც საჭესთან ვზივარ და ჩემი მძღოლობით კმაყოფილი ვარ. ეს „ბმვ“ ჩემთვის მეხუთე მანქანაა. სწრაფია და მეც მიყვარს სისწრაფე. თუმცა, თავიდან ცოტა გამიჭირდა შეგუება და ნელა დავდიოდი. მახსოვს, ბათუმში ჩასვლაზე თორმეტი საათი დამჭირდა. დღეს კი, იცით, რას ვერ ვხვდები? „ბმვ“-ს მძღოლები სიგნალით მესალმებიან, მერე შუქნიშანთან მეწევიან და რაღაცებს მეუბნებიან. ზოგი მთავაზობს, მოდი „ვიგონკაოთო“...

- და შენც მათ შემოთავაზებაზე ეგები?

- თქვენ წარმოიდგინეთ, არა. ამ დროს მშვიდი ვარ და არ მაქვს სურვილი, ვიღაცის სიტყვას წამოვეგო და საფრთხე შევიქმნა.


- როცა გაბრაზებენ, როგორ მოქმედებ?
- წარმოშობით მთიული ვარ და თუ ნერვები მომიშალეს, შიგნიდან ვბრაზობ, ვერაფრით გამოვხატავ ამ სიბრაზეს გინებით. არც მომწონს და არც მიხდება. არაფრით მესმის, რომ ამბობენ, გოგოს საჭესთან გინება უხდებაო. ერთხელ ბათუმში მივდიოდი და ლანჩხუთამდე მდია „ბმვ“-ს ფირმის მანქანამ. ვერ მივხვდი, რა უნდოდა, სასწაულ რაღაცებს აკეთებდა, საავარიო სიტუაციებს მიქმნიდა. ვფიქრობდი, ან ახლა გადავიჩეხები სადმე და ან ახლა. მერე ვუყვებოდი მეგობრებს: გავაჩერე მანქანა, გადმოვედი და მაგრად ვაგინე-მეთქი და... არ დამიჯერეს (იცინის). ვფიქრობ, ქალს გინება არ უხდება.


შენს მანქანაში, ბევრი ტანსაცმელი და ფეხსაცმელი შევნიშნე. სულ თან ატარებ თუ უბრალოდ დაემთხვა?
- ტანსაცმელსა და ფეხსაცმელს სულ ვატარებ მანქანით. რადიოში რომ ვარ, სპორტულად მაცვია, თუ სცენაზე უნდა ვიმღერო, ამისთვის გამოსასვლელი ტანსაცმელი მჭირდება. ეს ყველაფერი მანქანაში მიწყვია და კომფორტულად ვიცვლი. ხშირად მიწევს მაკიაჟის გაკეთება ტარების დროს, ასევე - შუქნიშანთან ფეხსაცმლის გამოცვლა. ასე, შუქნიშნიდან შუქნიშნამდე ნელ-ნელა ვეწყობი (იცინის).



- მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით არ გიჭირს მართვა?
- ცოტა მიჭირს, ამიტომ ვცდილობ, საჭესთან სულ დაბალძირიანი ფეხსაცმელი მეცვას. არც მანქანაში რაიმეს დაკიდება და მიმაგრება მიყვარს. სისადავე მირჩევნია. ხშირად სხვები მილამაზებენ - მხვდება ხოლმე მანქანაზე ბუშტები და ქაღალდები ტელეფონის ნომრებით და წარწერით - დამირეკე! თუ გასარეცხია ჩემი მანქანა, მაშინ საქმეს ვუიოლებ - ზედ ადვილად ხატავენ გულებს (იცინის).


- თაკო, რას ურჩევ მძღოლებს?
- არ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ქალები ცუდი მძღოლები ვართ და კაცები კარგი. ორჯერ დამარტყეს და ორჯერვე მამაკაცი იყო საჭესთან. სულ ვამბობ, რადგან გაბრაზებულს გინება არ შემიძლია, დავეწევი, დავარტყამ და არ გავუკეთებ-მეთქი (იცინის). თუმცა, ამისთვის ჩემს მანქანას ვერ გავიმეტებ. უბრალოდ, ვურჩევ, მეტი ყურადღება გამოიჩინონ.


- მითხარი, სისწრაფე მიყვარსო. ამის გამო ხშირად ჯარიმდები?
- თვეში ხუთ-ექვს ჯარიმას ვიხდი სისწრაფის გადაჭარბებისთვის. ჩემი ბიუჯეტის ნახევარი, ფაქტობრივად, მანქანის ჯარიმებში მიდის.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?