„ჩემი ბიჭი იძულებულია, ჩემი ინკოგნიტო თაყვანისმცემლების საჩუქრები აიტანოს“

საჭესთან

20 ნოემბერი 22:00, 2015 წელი

თავის საგზაო ისტორიებს ხალისით გვიყვება „მის საქართველო 2010“, მოდელი დეა არაყიშვილი.

- ზუსტად ექვსი წელია, საჭესთან ვზივარ. თუმცა, პირველი ერთი წელი მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. მამას ვპარავდი ხოლმე მანქანას. მაშინ უკვე „მის საქართველო 2010“ ვიყავი და რომ მაჩერებდნენ, მპატიობდნენ, არ მაჯარიმებდნენ. ამ მხრივ, ისე გამათამამეს, ვფიქრობდი, რისთვის მჭირდება მართვის მოწმობა-მეთქი. ერთ დღესაც ისეთი გაბოროტებული პატრულის თანამშრომელი შემხვდა, 500 ლარით დამაჯარიმა. ვიფიქრე, არა უშავს, ეს გამონაკლისია-თქო და, აი, მეორედაც რომ დამაჯარიმეს 500 ლარით, მერე ვიკადრე და მართვის მოწმობა ავიღე. დღეს კარგი მძღოლი ვარ, მაგრამ გამოცდილებას მაინც დრო სჭირდება.


- ეს შენი პირველი მანქანაა?
- ეს „მერსედესი“ მეორე მანქანაა ჩემთვის. პირველი მანქანა, რომელზეც ტარება ვისწავლე, „მის საქართველო 2010“-ზე მაჩუქეს. იმით მთელი ოთხი წელი დავდიოდი. სულ მინდოდა, „მერსედესი“ მყოლოდა. ეს ჩემი „შავი ბიჭი“ სწრაფია, ამავდროულად ძალიან კომფორტული და თავს დაცულად ვგრძნობ. 


- საცობებში საათობით დგომას როგორ ეგუები?
- საცობში დგომა არასდროს მიშლის ნერვებს. ამ მონაკვეთში შემიძლია, მუსიკას ვუსმინო და თან კარგად მოვწესრიგდე, გავიპრანჭო, წავისვა ტუში, პომადა...


გაქვს ამოჩემებული ნივთები, რომლებიც სულ მანქანაში გიწყვია?
- ასეთია სუნამოები, სათვალეები, თმის სამაგრები, ჰიგიენის საშუალებები, კოსმეტიკა, მინიმუმ, ორი ცალი ქუსლიანი ფეხსაცმელი და ორი კაბა აუცილებლად. დილით სახლიდან რომ გამოვდივარ, მთელი დღე ქუჩაში ვარ. ამ დროის განმავლობაში ხან სად იწევს მისვლა და ხან - სად, ამიტომ ეს ყველაფერი მჭირდება. ისე, ახლა დავფიქრდი, თურმე მთელი გარდერობი დამაქვს მანქანით (იცინის). სარკეზე სულ მიკიდია დედაოს ნაჩუქარი, ათენის მონასტრიდან ჩამოტანილი ფსკვნილი. ხატებსაც ვატარებ და დაცულობის შეგრძნება უფრო მეტად მაქვს. თუ ხატი და ფსკვნილი არ იქნება მანქანაში, თავს არაკომფორტულად ვიგრძნობ.



- შენს დანახვაზე რა რეაქციები აქვთ მანქანის მამაკაც მძღოლებს?
- რომ შეხედავენ მანქანის სერიას, ეგრევე ხვდებიან ჩემს სახელს და არც მიკვირს, პირდაპირ სახელით რომ მომმართავენ (იცინის). ხშირად „წამეგონკავებიან“ ხოლმე და ასე ცდილობენ ჩემი ყურადღების მიქცევას, მაგრამ, ამ მხრივ, ფრთხილი ვარ. წელს ორჯერ მოვხვდი ავარიაში  და ორჯერვე მამაკაცმა მძღოლმა დამარტყა. მერე იტყვიან, ქალებმა ტარება არ იციანო. ბევრი ქალი ნებისმიერ მამაკაცზე კარგად მართავს საჭეს, მაგრამ ბევრი მამაკაცი მინახავს, ჩემზე უარესად რომ დადის (იცინის). მძღოლებს ვურჩევ, იარონ ფრთხილად და ვიღაცის ყურადღების მიქცევის მიზნით ნუ შექმნიან საავარიო სიტუაციას. ამას წინათ ერთ ბიჭს ყურადღება არ მივაქციე და მანქანით შუა გზაში მირტყა „კრუგები“, მოძრაობა შეაფერხა, ყველა ჩვენ გვიყურებდა და იძულებული გავხდი, მანქანა გამეჩერებინა. მაინცდამაინც ამ დროს არ გამოჩნდა პატრული.


- მანქანის საქარე მინაზე თურმე ხშირად გხვდება საჩუქრები. ვინ განებივრებს?
- დიახ, ხშირად მხვდება ბუშტები, ყვავილები, ფერადი ქაღალდები ტელეფონის ნომრით. ამას წინათ კი ჩემი საყვარელი შოკოლადები დამხვდა სასიყვარულო ბარათით. არ ვიცი, ვინ დატოვა, თუმცა იმედია, მალე გავიგებ.


- ჩემი მანქანა ბიჭიაო, თქვი. არ ეჭვიანობს შენს ფარულ თაყვანისმცემლებზე?
- მეტი რა გზა აქვს (იცინის)?! ჩემი ბიჭი იძულებულია, ჩემი ინკოგნიტო თაყვანისმცემლების საჩუქრები აიტანოს და დამახვედროს.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.