გვანცა ზაქარეიშვილი: დამატებითი პლუსია ჩემს თვალში, როდესაც მამაკაცი კარგი მძღოლია

საჭესთან

11 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

ხშირად ვიკარგებოდი ქალაქის ქუჩებში და ხან პატრული მიმიძღოდა წინ და ხან კეთილი გამვლელი მძღოლები. ერთხელ შარდენისკენ მიმავალი, აეროპორტის ავტობანზეც აღმოვჩნდი, - ღიმილით გვიყვება თავის სახალისო ისტორიებს მომღერალი, ტელეჟურნალისტი, ეროვნული კინოცენტრის პრომოუშენ-მენეჯერი გვანცა ზაქარეიშვილი.

- საჭეს 18 წლის ასაკში მივუჯექი და რამდენიმე თვეში მართვის მოწმობაც ავიღე - ძალიან მარტივად, პირველივე მცდელობაზე. ეს მამაჩემის დაჟინებული მოთხოვნა იყო. ტარებაც ნაწილობრივ თვითონ მასწავლა. ვფიქრობ, რომ კარგი მძღოლი ვარ, კომპლიმენტებსაც ხშირად ვიღებ.


- სულ რამდენი მანქანა გყავს გამოცვლილი?
- თავიდან ტარება მამაჩემის მერსედესზე ვისწავლე, მართვის მოწმობის აღების შემდეგ კი ის მანქანა ვიყიდე, რომელიც დღემდე მყავს. ეს არის 2009 წლის „ტოიოტა იარისი“. ახალთახალი, ტოიოტას ცენტრიდან წამოვიყვანეთ. ძალიან კომფორტულია, ნაკლებ საწვავს მოიხმარს, მაღალი ე.წ. „პასადკის“ წყალობით ყველგან ვახერხებ მის დაპარკინგებას. ვიზუალურადაც მომწონს, მომრგვალებული ფორმები და ლამაზი ფერი აქვს. გოგოა და კუკუშკა ჰქვია - ეს სახელი ჩემმა მეგობრებმა შეარქვეს და როგორც ადამიანს, ისე მოიკითხავენ ხოლმე.


- შენი მეგობრები იმასაც ამბობენ, გვანცა ხშირად ქუჩებში იკარგებაო...
- დიახ, თავიდან ხშირად ვიკარგებოდი ქალაქის ქუჩებში და ხან პატრული მიმიძღოდა წინ და ხან კეთილი გამვლელი მძღოლები (იცინის). ბევრჯერ გამოუვალ სიტუაციაში ატირებულსაც კი დამირეკავს ჩემებთან. ერთხელ შარდენისკენ მიმავალი, აეროპორტის ავტობანზე აღმოვჩნდი.


მანქანის მართვის დროს გაპრანჭვა თუ გიყვარს სარკეში ან ტელეფონზე საუბარი?
- შუქნიშნებზე ან საცობში შეიძლება, სარკეში გაპრანჭვა მოასწროს ადამიანმა. ამ ბოლო დროს ვცდილობ, ავტომობილის მართვისას ტელეფონით აღარ ვისაუბრო, რადგან ერთხელ დასავლეთის ავტობანზე ტელეფონი ხელიდან გამივარდა და პედლებს შორის შევარდა. ზუსტად ერთი წამით გამეფანტა ყურადღება და გზიდან გადავედი. კიდევ კარგი, არსად გადავვარდი. ასე რომ, პრანჭვასა და ტელეფონზე საუბარს სიფრთხილეს ვამჯობინებ.



- როცა სხვა მძღოლები ნერვებს გიშლიან, როგორ გამოხატავ გაბრაზებას?
- ბილწსიტყვაობას ვერ ვიტან, თუმცა ასეთ დროს მეც ვერ ვიკავებ თავს. ქალი და კაცი კი არა, კარგი და ცუდი მძღოლები არსებობენ. მე ისეთი გამოცდილი ქალი მძღოლები მინახავს, ბევრ კაცს აჯობებენ. თუმცა ვაღიარებ, რომ უფრო მეტი მამაკაცი მართავს კარგად ავტომობილს, ვიდრე ქალი. მე, ძირითადად, შორიდანვე ვხვდები, რომელი სქესის მძღოლი ზის საჭესთან.


- რა აზრის ხარ ახალ ინიციატივაზე დაჯარიმების სისტემაში?
- სამწუხაროდ, დრო არ მქონდა, კარგად გავცნობოდი ახალ ინიციატივას. აუცილებელია, რომ კანონებს დავემორჩილოთ, მაგრამ მე ზუსტად უნდა ვიცოდე, ვინ და რატომ მაჯარიმებს. მძღოლების უფლებები არ უნდა დაირღვეს. რა თქმა უნდა, ჯარიმები მეც გადამიხდია - ძირითადად, ღერძულა ხაზებს ვერჩი და რამდენჯერმე ავტობანზე სიჩქარესაც გადავაჭარბე. საავარიო სიტუაციებს არასდროს ვქმნი, თუმცა თავად რამდენჯერმე გადავურჩი სერიოზულ ავტოსაგზაო შემთხვევას. სამაგიეროდ, ახლა ზუსტად ვიცი, რომ სახიფათო სიტუაციებში სწორი მანევრირება შემიძლია.


- მანქანის ტექნიკურ საკითხებში თუ ერკვევი?
- აკუმულატორსა და რადიატორს ერთმანეთისგან ვარჩევ (იცინის). ტექნიკური საკითხები და საბურავის გამოცვლა ჩემი საქმე არ არის. ჯერჯერობით, ჩემს მანქანას ჩემთვის პრობლემები არ შეუქმნია.


- როცა მამაკაცები ყურადღების მისაქცევად „გონკაობას“ გიწყებენ, ამ დროს როგორ იქცევი?
- კი, ყოფილა ასეთი შემთხვევები, თუმცა ჩემი ყურადღების მიქცევა, სწრაფად ტარებაზე მეტად, ავტომობილის კარგად ტარებით უფრო შეიძლება. ჩემს თვალში დამატებითი პლუსია, როდესაც მამაკაცი ძალიან კარგი მძღოლია.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.