ვინ გამოსცემს მხიარულ ხმებს ნინო ჩხეიძის მანქანაში?

საჭესთან

18 დეკემბერი 22:00, 2015 წელი

„იმის გამო, რომ ნინო ჩხეიძე ვარ, არავინ არაფერს მპატიობს“, - ამბობს მომღერალი ნინო ჩხეიძე, რომელიც საკმაოდ კარგად მართავს მანქანას და ფრთხილი მძღოლია. 


- 16 წლიდან ვმართავ საჭეს და შემიძლია, თამამად ვთქვა, რომ კარგი, მობილიზებული და მოწესრიგებული მძღოლი ვარ. ამბობენ, გოგოსავით არ დაგყავს მანქანაო და ეს უკვე კომპლიმენტია ნებისმიერი ქალი მძღოლისთვის (იცინის).


- ახლა რა მანქანა გყავს და რიგით მერამდენეა?
- ახლა მყავს შავი ფერის „ჰიუნდაი ველოსტერი“ და ეს რიგით მეექვსე მანქანაა ჩემთვის. სიმართლე გითხრათ, ჯიპს უფრო ვირგებ, მაგრამ ეს მანქანა სტუდიისთვის ვიყიდე და შემომრჩა. თუმცა, მალე ვაპირებ, ვიყიდო ჯიპი, უბრალოდ, აქამდე ვერ მოვიცალე და ვერ ჩამოვყალიბდი, რომელი შევარჩიო. მე რაც მომწონს - „მერსედესის“ ფირმის „იქს 6“ - ახლა ცოტა ძვირია, წელს გამოვიდა და ველოდები, ერთი წელი გავიდეს, გაიაფდეს და მერე შევიძენ.


- თითქმის ყველა ქალი ამბობს, თაყვანისმცემლები ხშირად გვანებივრებენ მანქანაზე დატოვებული საჩუქარი-სიურპრიზებითო. ასეთი რამ შენთანაც ხდება?
- სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ასეთი სიურპრიზი ჯერ არავის გაუკეთებია, თუმცა მსგავსი საქციელი ძალიან მერომანტიკულება (იცინის).
- ნინო, მანქანაში თუ გაგიკეთებია მაკიაჟი, როცა გეჩქარება?
- ადრე გამიკეთებია, ახლა ვერიდები. მახსოვს, 18 წლის ვიყავი და მანქანაში მაკიაჟის გაკეთებით ისე გავერთე, რომ წინა მიმავალ მანქანას დავარტყი. რასაკვირველია, მე ვიყავი დამნაშავე, მაგრამ რომ გადავედი, იმ მძღოლს ვეუბნებოდი, შენ უნდა გამიკეთო მანქანა-მეთქი (იცინის).


- გვერდითა მანქანის მძღოლებს რა რეაქციები აქვთ, როცა საჭესთან ნინო ჩხეიძეს ხედავენ?
- რასაკვირველია, მცნობენ, მაგრამ, რომ გითხრათ, დიდად გამოხატავენ რეაქციებს და ჩემ გამო ავარიები ხდება-მეთქი, მოგატყუებთ (იცინის). ძირითადად, მაკვირდებიან და მიღიმიან.


- მანქანით თუ დაგაქვს გამოსაცვლელი ტანსაცმელი?
- რა თქმა უნდა, ჩემს მანქანაში უამრავი კაბა, აქსესუარი და ნივთია, რომელიც შეიძლება ყოველ წუთს დამჭირდეს. ასევე, სულ ჩემთანაა „ფურბი“.


- ეგ რა არის?
- პატარა, მოლაპარაკე სათამაშო, რომელიც მანქანაში მაქვს დამაგრებული და მხიარულ ხმებს გამოსცემს.


- რას ურჩევ ახალბედა მძღოლებს, ვინც ახლა მიუჯდა საჭეს და ფიქრობს, რომ ჩვენს ქუჩებში მოძრაობა ადვილია?
- ყველა მძღოლს ვურჩევ - ასი თვალი და ასი ყური გამოიბას საჭესთან. მეც ასე მეუბნებოდა ჩემი მასწავლებელი, როცა მართვას ვსწავლობდი.


- ჯარიმებს თუ იხდი ხშირად?
- ვიხდი, მაგრამ ხშირად არა. სხვათა შორის, ერთხელ  800 ლარიც კი გადავიხადე - „ლიშენია“ მქონდა.


- არ მითხრა, სიმთვრალის გამოო...
- არა, სიმთვრალეზე არა (იცინის). ჯარიმა მქონდა და ვერ ვნახე. გადაუხდელობის გამო კი „ლიშენია“ მომცეს დ ამხელა თანხაც დამეკისრა.


- საავარიო სიტუაციაში არასდროს მოხვედრილხარ?
- როგორ არა. ტაქსის დავეჯახე მსუბუქად. რომ გადმოვედი, ჩემს დანახვაზე რეაქცია არ ჰქონდა (იცინის). სულ ერთი იყო მისთვის იმ მომენტში, ნინო ჩხეიძე იქნებოდა თუ ნებისმიერი სხვა. თავის მანქანას განიცდიდა. ვუთხარი, გაგიკეთებთ-მეთქი. გადარეკა პატრულში და გავუკეთე მანქანა. დიდი არაფერი იყო. თუ დამნაშავე ხარ, მანქანაც უნდა გაუკეთო და ჯარიმებიც გადაიხადო. იმის გამო, რომ ნინო ჩხეიძე ვარ, არავინ არაფერს მპატიობს (იცინის). დიდი ავარიისგან კი ღმერთმა დამიფაროს. ამიტომ ვამბობ, არ აქვს მნიშვნელობა, კაცი ხარ თუ ქალი, საჭესთან ყველას დიდი სიფრთხილე მოეთხოვება. ქუჩებში ისეთი მოძრაობაა, ასი თვალი და ყური უნდა გქონდეს, რომ სიტუაცია აკონტროლო.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.