ლელა ნინუა: „ვიყოთ კულტურული მძღოლები“

საჭესთან

15 იანვარი 22:00, 2016 წელი

ჟურნალისტი, პოეტი და ტელეწამყვანი ლელა ნინუა საკმაოდ მოწესრიგებული მძღოლია. თუ მის მანქანას დაათვალიერებთ, ადვილად მიხვდებით, რა პროფესიისაა. ხოლო საიდან მოხვდა მის მანქანაში მადონას საყვარელი დიზაინერის ნივთი, ამას ინტერვიუდან შეიტყობთ.

- ბავშვობიდან მინდოდა, მეტარებინა მანქანა. მამა ხშირად მსვამდა საჭესთან და საკმაოდ კარგად ვმართავდი. მეთერთმეტე კლასში ვიყავი, ტელევიზიაში რომ დავიწყე მუშაობა. ტელევიზიის დირექტორს საკმაოდ ძვირად ღირებული მანქანა ჰყავდა. მისი შვილები იპარავდნენ ხოლმე მამის მანქანას და მე მანებივრებდნენ - საჭესთან მსვამდნენ. ერთხელ კი ზუგდიდის გუბერნატორის მანქანის საჭესთან დავჯექი და ისეთი დავმართე (იცინის)...


- ზუგდიდის გუბერნატორის მანქანაში როგორ აღმოჩნდი და რა დამართე?
- მე ზუგდიდში დავიბადე და გავიზარდე. ზუგდიდის გუბერნატორის მძღოლი ჩემს მეზობლად ცხოვრობდა. ერთხელ, ცოტა შეზარხოშებული იყო და მკითხა, ტარება იციო. ვუპასუხე, კი-მეთქი. სახლში მივდივარ და საჭესთან დაგსვამო. დავქოქე მანქანა და გზას გავუდექი. მას კი ჩაეძინა. თავდაჯერებულმა მოვუმატე სიჩქარეს და მოსახვევში ისე სწრაფად შევედი, თხრილში გადავვარდი. მაშინ მართვის მოწმობაც არ მქონდა. დღესაც არ ვიცი, გაიგო თუ არა ეს გუბერნატორმა. მისი მძღოლი კი ცუდ სიტუაციაში აღმოჩნდა.


- რამდენი წელია, რაც მართვის მოწმობა გაქვს?
- ათი წელია. ამბობენ, რომ ძალიან ფრთხილი მძღოლი ვარ. სულ ვაკონტროლებ, რას იზამს ჩემ წინ ან გვერდით მიმავალი მანქანა. არ მიყვარს ჩქარი სიარული, მით უმეტეს, ქალაქში, თორემ ქალაქგარეთ სიჩქარის მომატებისას ადრენალინსაც ვგრძნობ და კომფორტსაც. დღეს მანქანა ჩემთვის არის საჭიროება, კომფორტი და დროის ეკონომია. ადრე კი, უბრალოდ, „სამარიაჟოდ“ მინდოდა (იცინის). თუმცა, თბილისში ისეთი გიჟური მოძრაობაა, ხანდახან სურვილი მაქვს, მანქანა დავაყენო და ფეხით ვიარო. 


- ახლა რა მანქანას მართავ?
- ეს „ნისან იქსტერაა“, რიგით მეოთხე მანქანაა ჩემთვის. ის უფრო მამაკაცის მანქანაა - სამხედროების, ნადირობის მოყვარულთა და ასე შემდეგ... სარკეც კი არ აქვს, რომ ჩამოწიო და გაიპრანჭო (იცინის). ჩემი მანქანა ბიჭია და იცით, რა ჰქვია? ბუხუნძელა (იცინის). ძალიან ერთგული კაცია და ხშირად ადამიანივით ველაპარაკები. სულ მალე ჩემი ლექსების ახალი კრებული გამოვა და დამიჯერეთ, ყველა ლექსი ამ მანქანაშია დაწერილი.


- ასეთი მამაკაცური მანქანა რატომ აირჩიე?
- იმიტომ, რომ არ მიყვარს „გაპრანჭული“ მანქანები (იცინის). ეს იგივე ჩემი სახლია. მანქანაში ვიკეთებ მაკიაჟს, ვიცვლი ტანსაცმელს. არ ვიცი, როდის სად აღმოვჩნდები, ამიტომ დამაქვს ყველა ის ნივთი, რაც მჭირდება - ფეხსაცმელი, ტანსაცმელი და სავარჯიშო რგოლი. სახლში ვარჯიშს ვერ ვასწრებ, ამიტომ სადაც შესაძლებლობა მაქვს, იქ ვვარჯიშობ. ხშირად მიწევს არქეოლოგებთან ერთად გადაადგილება და აუცილებლად თან უნდა მქონდეს თბილი ქურთუკი და ბათინკები. და კიდევ... მანქანით დამაქვს გული - ის საბერძნეთში, „ფეშენ ვიკზე“ მაჩუქა ჩემმა საყვარელმა დიზაინერმა გასპარ იურკევიჩმა, რომელიც მადონას, გვინეტ პელტროუსა და მონაკოს პრინცესა შარლოტას დიზაინერია... და პატარა ანგელოზი, რომელიც უნარშეზღუდულმა ბავშვებმა გააკეთეს. ეს ორი ნივთი თილისმასავითაა. და, რასაკვირველია, ხატები.


- როცა საჭესთან სიჩქარეს უმატებ, გაქვს ისეთი შეგრძნება, რომ დროს უსწრებ?
- დროს არასდროს ვუსწრებ! ბრიტანელებს აქვთ კარგი გამოთქმა: „ისეთ სტრესს აყენებ შენს ორგანიზმს იმ ხუთი წუთის დაგვიანებისთვის, რომელსაც ხუთი წელი ვერ აინაზღაურებ“. ამიტომ სჯობს, ის ხუთი წუთი დავაგვიანო.


- ისეთი მანქანა გყავს, ვფიქრობ, ტექნიკურ მხარეებშიც კარგად უნდა ერკვეოდე. ასეა?
- საკმაოდ კარგად ვერკვევი. თუმცა, ისეთი მანქანები მყოლია და მყავს, ღმერთის წყალობით, ჩემი ტექნიკური ცოდნის გამოყენება დიდად არ დამჭირვებია.


- რას ურჩევ მძღოლებს?
- ამას წინათ ტაქსიში ჩავჯექი, შავკანიანი მძღოლი შემხვდა. მოძრაობის წესები დაარღვია და ვკითხე, რას აკეთებ-მეთქი. მიპასუხა, ყველა ასე დადის და მეც ასე რომ არ ვიარო, არ გამოდისო. ყველას ვურჩევ - დაიცავით მოძრაობის წესები, არ აქვს მნიშვნელობა, რა ეროვნება ხარ, ქალი ხარ თუ კაცი. კულტურული მძღოლი არასდროს უმატებს სიჩქარეს და არასდროს არღვევს წესებს. ვიყოთ კულტურული მძღოლები.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.