ანა კოშაძე: „მძღოლებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ და გავითვალისწინოთ, რომ ყველას ეჩქარება!“

საჭესთან

19 თებერვალი 22:00, 2016 წელი

მართო მანქანა - ეს ნიჭია, ხოლო იყო კარგი მძღოლი და იცავდე საგზაო მოძრაობის წესებს - ადამიანის შინაგანი კულტურა. „უნიქარდის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ანა კოშაძე  კულტურული მძღოლია, თუმცა აღიარებს, რომ ხანდახან მასაც უწევს წესების დარღვევა.

- ათი წელია, რაც საჭეს ვმართავ და ვფიქრობ, მობილიზებული და კანონმორჩილი მძღოლი ვარ. ვაღიარებ, ხანდახან მიწევს წესების დარღვევა და ამისთვის ბოდიშსაც ვიხდი. მანქანის მართვა მეუღლემ მასწავლა, რომელიც საკმაოდ კარგი მძღოლია, თუმცა - ცოტა მკაცრი მასწავლებელი. შენიშვნებს ხშირად  მაძლევს და თუ ის ზის მანქანაში, ცოტა დაძაბული ვარ (იცინის).


- თქვი, თუ დავაშავე, ბოდიშს ვიხდიო. მერე, ბოდიში შველის?
- (იცინის). თუ დავაშავე ბოდიშსაც ვიხდი და ჯარიმასაც. სხვათა შორის, ამ ათი წლის განმავლობაში, მაქსიმუმ, ათი ჯარიმა მექნება გადახდილი და ყველაზე დიდი თანხა - 20 ლარი. ძირითადად, პარკინგისა და ტელეფონზე საუბრის ჯარიმებს ვიხდი. გინდა თუ არა, გიწევს, ტელეფონს უპასუხო, როცა გირეკავენ, მაგრამ ვაღიარებ, რომ ეს ძალიან ცუდია. დაკვირვებული ვარ, როცა წინ მიდის მანქანა და რაღაც ისე ვერ მოძრაობს, როგორც საჭიროა, გავუსწრებ და ვხედავ, მძღოლი ტელეფონზე საუბრობს. ამ დროს, რა თქმა უნდა, ყურადღება გეფანტება. თუმცა, პირადად მე ვცდილობ, ამ მხრივ  გამოვსწორდე.


- ახლა რა მანქანა გყავს?
- „ტოიოტა ქამრი“ მყავს, ქმარმა მიყიდა. ეს ჩემი მესამე მანქანაა. მართალია, „მერსედესი“ ან „ბმვ“ მირჩევნია, მაგრამ ეს სტაბილური და მოსახერხებელი მანქანაა. თან ცოტა სიჩქარეც მიყვარს და ამის საშუალებასაც მაძლევს. ჩემი მანქანის საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ მე უფრო „გემრიელი“ მანქანები მიყვარს (იცინის). იმის გამო, რომ ქალაქგარეთ ვცხოვრობთ და ბავშვების ტარებაც ხშირად მიწევს, ჩემთვის წარმოუდგენელია გადაადგილება ავტომობილის გარეშე.  



- მანქანის ტექნიკურ მხარეში თუ ერკვევი?
- სამწუხაროდ, ვერ ვერკვევი და ამის აღიარება ცოტა მრცხვენია. რომ გითხრათ, დიდად ვარ გადაყოლილი მანქანის მოვლასა და რეცხვას, ამასაც მოგატყუებთ. ვფიქრობ, მანქანა უნდა გემსახუროს შენ და არა შენ - მას. მე ნივთებზე მიჩვევა არ ვიცი. რამდენჯერმე გავჩხაპნე მანქანა, მაგრამ პანიკაში არ ჩავვარდნილვარ. 


- ნივთი, რომელიც სულ დაგაქვს მანქანით...
- ასეთია სავარჯიშო ჩანთა, რომელშიც სპორტული ტანსაცმელი დევს, შლაპა და ქუსლიანი ფეხსაცმელი. არ მიყვარს მანქანაში ნივთების თილისმად ტარება. ზოგადად, მანქანით ხშირად დამაქვს გარდერობი, რადგან ვერ ვასწრებ ხოლმე სახლში წასვლას და გამოცვლას. მაკიაჟიც გამიკეთებია მანქანაში. ყოველთვის ყველგან მეჩქარება და შუქნიშანთან გაჩერებულს არაერთხელ მიწევს მოწესრიგება.


- პატრულის თანამშრომლებთან რა დამოკიდებულება გაქვს?
- დადებითი განწყობა მაქვს. თუ დავაშავე, უნდა დამაჯარიმონ, აბა, რა? მაგრამ ამას ღიმილით აკეთებენ. ზოგადად, ჩემთვის პატრული დახმარებასთან ასოცირდება.


- ანა, რას ურჩევდი ქალ და მამაკაც მძღოლებს?
- რომ ვაკვირდები, ქალი მძღოლები უფრო ფრთხილები არიან. შესაძლოა, არღვევენ, მაგრამ ეს უცოდინრობისა და დაბნეულობის გამო მოსდით. საფრთხეს კი მამაკაცი მძღოლები უფრო ქმნიან. ყველა მძღოლს ვურჩევ, წესები დაიცვან და გაითვალისწინონ, რომ ყველას ეჩქარება! მაღიზიანებს, როცა წინ გიხტებიან, გზას გიჭრიან, თითქოს მე არ მეჩქარება და მხოლოდ ის უნდა მივიდეს დროულად დათქმულ ადგილას. მძღოლებმა ერთმანეთს პატივი უნდა ვცეთ!

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.