ნანიკო ხაზარაძე: „გთხოვთ, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და ჩვენც“

საჭესთან

18 მარტი 22:00, 2016 წელი

„ვიღაც გამოვარდება ჩემ წინ, „დვაინოი აბგონით“ გამისწრებს და ზუსტად წუთ-ნახევრის შემდეგ ერთად ვდგავართ შუქნიშანთან“, - რას ჰყვება ტელეწამყვანი ნანიკო ხაზარაძე, რომელსაც საჭის მართვის 30-წლიანი გამოცდილება აქვს.

- დაახლოებით, 30 წელია, რაც საჭეს ვმართავ, მართვის მოწმობა მაშინვე ავიღე, როგორც კი სრულწლოვანი გავხდი. ჩემი პირველი მანქანა ჩემი და ბაბუის საზიარო „06“-ის მარკის ავტომობილი იყო. დაახლოებით, 15 წლის ვიყავი, როდესაც ბაბუა საკუთარ მანქანას მათხოვებდა ხოლმე. საჭის მართვაც მანვე მასწავლა. თუმცა, ნამდვილად ვერ ვიტყვი, რომ შვილიშვილებს გვათამამებდა და მანქანის გასაღებსაც მარტივად გვაძლევდა. არა, პირიქით. შვილიშვილებს შორის მხოლოდ მე მანდობდა თავის მანქანას და მარტოს შორ მანძილზეც თავისუფლად მიშვებდა ხოლმე.


- ნანიკო, ბაბუასთან საზიარო „06“-ის შემდეგ რა მანქანით დადიოდი?
- „06“-ის შემდეგ მყავდა „07“, ახლა Hyundai i20-ს ვმართავ. ძალიან მომწონს ეს მანქანა, რადგან ხარისხითაც ნამდვილად არავის ჩამოუვარდება და ფასიც ხელმისაწვდომი აქვს. მომწონს „ჰიუნდაის“ მომსახურების სერვისი, ყველაფრის შეცვლაც ძალიან მარტივია. ჩემი მანქანით ქალაქში გადაადგილებაც კომფორტულია. მომხრე ვარ პატარა მანქანების. ძველიც იმავე მარკის მანქანა მყავდა, ოღონდ შედარებით უფრო პატარა ზომის, მივიყვანე „ჰიუნდაის“ სერვისცენტრში დავუტოვე, თანხაც დავამატე და ახლით წამოვედი.


- რას ამბობენ შენი მგზავრები როგორი მძღოლი ხარ?
- ამბობენ, რომ ჩემს მანქანაში ჯდომა კომფორტულია და ნაკლებად იძაბებიან (იღიმის). ვცდილობ, საგზაო მოძრაობის წესები ყოველთვის დავიცვა, თუმცა ზოგჯერ, როცა გამოუვალი მდგომარეობაა, დამირღვევია. მახსოვს, ერთხელ ჩემთვის სრულიად უცნობ უბანში მოვხვდი და დავიკარგე. ბოლოს მივუახლოვდი ისეთ ადგილს, სადაც საგზაო წესი რომ არ დამერღვია და მანქანა არ მომებრუნებინა, შეიძლებოდა, ქალაქიდან გავსულიყავი კიდეც. მეც ჩავრთე ციმციმა და სწორედ ამ დროს მომადგა პატრული. ჩემი ისტორიის მოსმენის შემდეგ აღარ დამაჯარიმა. მადლობა გადავუხადე და შინ მშვიდობით წამოვედი. მანქანის მართვა კი დღემდე ძალიან მიყვარს. საჭესთან ჯდომა დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თუ რამეზე ვნერვიულობ, მაშინაც ვცდილობ, საჭე ვმართო, გავიარო გარკვეული მანძილი და ყველაფერი დავალაგო.


საავარიო სიტუაციაში თუ მოხვედრილხარ?
- კი, ავარიაშიც მოვყევი. გაჩერებულ მანქანაში ჩემს მეგობართან ერთად მძღოლის გვერდითა სავარძელზე ვიჯექი  და უკნიდან მომავალმა მანქანამ დიდი სისწრაფით ზუსტად ჩემს მხარეს დაგვარტყა. დაჯახება ძალიან ძლიერი იყო და შორ მანძილზე გადაგვისროლა. დავშავდით, თუმცა ცოცხლები გადავრჩით. რაც შეეხება მსუბუქ შეჯახებებს, მეც ხშირად გამიკაწრავს სხვა მანქანები. მაგალითად, ჩემს სახლთან ვიწრო შესასვლელი ეზოა და ისეთი სიტუაციაა, რომ შეიძლება საღამოს გასისინებული მანქანა გარეთ დატოვო და დილით გვერდი აღარ ჰქონდეს (იღიმის). მოკლედ, დაღმართია და იქ მოტრიალებას ვერ ახერხებენ.


- ისეთი ნივთი თუ გაქვს, რაც სულ მანქანაში გიდევს?
- მანქანაში „ჯეოსელის“ ნაძვის ხე მიდევს, რომელსაც სალონში საახალწლოდ გამოვდგამ ხოლმე. მინდა აღვნიშნო, ძალიან მომწონს მათი საჩუქრები.


- მანქანის ტექნიკურ მხარეშიც კარგად უნდა ერკვეოდე?
-კი, რა თქმა უნდა, ტექნიკურ მხარეშიც ვერკვევი და ხმითაც ვხვდები ხოლმე, მანქანას რა უჭირს. კილომეტრაჟის მიხედვით კი, ზეთის გამოცვლის დროსაც მშვენივრად ვამჩნევ. ფაქტია, რომ, რაც უფრო კარგად მოვუვლით მანქანას, მით უფრო დიდხანს მოგვემსახურება. საჭესთან ყურადღება მნიშვნელოვანია. დამწყებ მძღოლებს ვეტყვი, რომ მანქანას სარკეები იმისთვის გაუკეთეს, შიგნით გავიხედოთ და პერიმეტრი ვაკონტროლოთ. ქალაქში ერთმანეთს გიჟებივით რომ ვასწრებთ, ეს ხომ აბსურდია. ვიღაც ჩემ წინ „დვაინოი აბგონს“ გააკეთებს, გამისწრებს და ზუსტად წუთ-ნახევრის შემდეგ ერთად ვდგავართ შუქნიშანთან. აქედან გამომდინარე, აზრი არ აქვს გასწრებას, რადგან ზუსტად ას მეტრში ყველა ერთად ჩამოვდგებით წითელზე. ხოლო ფეხმავლებს მინდა შევახსენო, რომ შებინდებისას უფრო ფრთხილად იყვნენ, რადგან დღის ამ მონაკვეთში ისინი საერთოდ არ ჩანან. გთხოვთ, ყურადღებით გადადით გადასასვლელებზე, გაუფრთხილდით საკუთარ თავსაც და ჩვენც.

დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
მებაღის რჩევები

ნიორი - ოთახის მცენარეების მოსავლელად

ნიორი - ბუნების გულუხვი საჩუქარია, თანა - არა მხოლოდ ადამინი ჯანმრთელობისთვის. შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ ნივრის კბილს და ნივრიან წყალს ჯადოსნური თვისებები აქვს მცენარეებისთვისაც!