ანდრია გველესიანი პატარა Note-ით დიდი საკონცერტო დარბაზებისკენ მიდის

საჭესთან

1 აპრილი 22:00, 2016 წელი

მსახიობ და მომღერალ ანდრია გველესიანს ქუჩაში შავი Nissan Note-ით შეხვდებით, რომელიც შემთხვევით იყიდა, მაგრამ ძალიან შეუყვარდა, თუ რატომ, ამაზე თავად გვიყვება...

- მოტოციკლეტის ყიდვა მინდოდა, ძალიან მიყვარს ადრენალინი, თუმცა იმ პერიოდს ძალიან ცუდი ამინდები დაემთხვა, კიდევ რაღაც მიზეზებიც გაჩნდა და გადავიფიქრე. ვიყიდე Nissan Note (ნისან ნოუთი), რომელიც ძირითადად მამაჩემის საჩუქარია. დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალში მოტოც მეყოლება. საჭესთან 7 წლის ასაკიდან ვზივარ. ბაბუა დიდი მონდომებით მასწავლიდა მანქანის მართვას. ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ საჭეს კარგა ხანს საერთოდ აღარ გავკარებივარ.

- ზოგიერთი პატრონი მანქანას სახელს არქმევს...
- არც კი ვიცოდი, მანქანებს სახელებსაც თუ არქმევდნენ (იღიმის)... როდესაც თეატრში ერთ-ერთმა რეჟისორმა მკითხა, რა დაარქვიო, ხუმრობა-ხუმრობაში შავი კვიცი შერჩა სახელად - შავი ფერია და კვიცსაც ჰგავს (იღიმის). 

- მარჯვენა საჭე დისკომფორტს არ გიქმნის?
- მარჯვენა საჭესაც აქვს თავისი დადებითი მხარეები (იღიმის). ერთადერთი, მაკდრაივზე შესვლა და მენიუს შეკვეთა მიჭირს ხოლმე, რადგან კონსულტანტი მოპირდაპირე მხარესაა და მარცხნივ გადაჩოჩება მიწევს... ერთხელ, სწორედ ასე ხელგაწვდილს კარტოფილის ფრი მომაწოდეს და დაამატეს: უკრაინის X Factor-ში რა მაგრად იმღერეო (იღიმის). 

- რატომ Nissan Note?
- კომპაქტური და კომფორტულია. ქალაქში მოძრაობისა და პარკირებისთვისაც არაჩვეულებრივია. საკმაოდ გამძლეა და არც ნაწილებია ძნელად საძებარი. მოკლედ, გენიალური მანქანაა. მის ტექნიკურ მხარეშიც კარგად ვერკვევი.

- ჯარიმას ხშირად იხდი?
- სხვათა შორის, ძალიან ყურადღებიანი და კანონმორჩილი მძღოლი ვარ. ყოველთვის ვცდილობ, საგზაო წესები დავიცვა, თუმცა ხანდახან შემომერღვევა ხოლმე (იღიმის) და ამის გამო ჯარიმებსაც ვიხდი. ერთხელ უხეშად დავარღვიე და პატრულმაც გამაჩერა, მეც ვუთხარი, რომ მართალი იყო და ჯარიმასაც ვიმსახურებდი. ალბათ, ადამიანურად გამიგო და აღარ დამაჯარიმა. მადლობა გადავუხადე და გზა განვაგრძე. 

- ანდრია, გავიგეთ, ბევრი პროექტისთვის ემზადები?
- დიახ, საქართველოში ერთ-ერთ გრანდიოზულ პროექტში ვმონაწილეობ, რომელსაც მაყურებელი ძალიან მალე იხილავს. ასევე, დაახლოებით ოთხი კონკურსისთვის ვემზადები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყანაში გაიმართება. ამ კონკურსებისთვის ერთ კვირაში ოთხი სიმღერა ჩავწერე და ვცდილობ, მომზადებული წარვდგე უცხოელი მაყურებლის წინაშე. რაც შეეხება სამსახიობო კარიერას, მიღებენ სერიალში, უკრაინიდანაც მაქვს შემოთავაზება, სადაც ერთ-ერთ სერიალში ვითამაშებ. ხოლო თეატრში ვდგამთ „სტუმარ-მასპინძელს“, სადაც ზვიადაურის როლს ვასრულებ, პრემიერა კი ძალიან მალე გვექნება.

კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?