პაატა ხაჩიძე: „წლების განმავლობაში მართვის მოწმობის გარეშე ვმოძრაობდი"

საჭესთან

3 ივნისი 22:00, 2016 წელი

„ქალაქგარეთ ნასვამი დავჯექი საჭესთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ალკოჰოლი მქონდა მიღებული, ალკოტესტმა მაინც აჩვენა და მანქანის მართვა ამეკრძალა“, - გვიყვება ჯგუფ „ქუჩის ბიჭების“ წევრი, მომღერალი პაატა ხაჩიძე.

    

  • საჭესთან 1999 წლიდან ვზივარ. პირველად მესამე სერიის „BMW“ შევიძინე, რომელიც 6 წელი მყავდა და ბევრი კარგი ისტორია უკავშირდება. „ქუჩის ბიჭების“ კონცერტები, ტურნეები, მეგობრებთან ერთად დროსტარება...

  • რაც საჭესთან დავჯექი, რამდენიმე ავტომობილი გამოვიცვალე, თუმცა ერთ მარკაზე არასდროს შევჩერებულვარ. ბოლო პერიოდში „ჯიპ კომპასი“ მომწონს. ჯერ ავტომატური მართვის მყავდა, წელიწად-ნახევრის წინ კი 2009 წლის გამოშვება შევიძინე, ოღონდ მექანიკური მართვის.

  • მექანიკური მართვის ავტომობილი ჩემთვის უფრო პრაქტიკულია და თანაც მამაკაცური. გარდა ამისა, ეკონომიურიცაა. საქართველოში ბევრი „ჯიპ კომპასი“ არ დადის, ამიტომ ნაწილების შოვნა ცოტა რთული საკითხია, თუმცა უცხოეთიდან გამოწერა იოლად შეიძლება.

  • ჩემი „ჯიპ კომპასი“ იოლად სამართავია. ქალაქში სამოძრაოდაც კომფორტულია და პარკირების დროსაც. მრავალშვილიანი ოჯახისთვის საკმაოდ ტევადია. სერია კი მესამე შვილის, კახის პატივსაცემად ავიღე.

  • ბიჭი რომ შეგვეძინა, ჩემს მეუღლეს, ლილეს „მერსედესი“ ვაჩუქე. ჩემს ჯიპში მთელი ოჯახი ვეტევით, მაგრამ, როცა სხვებიც გვემატებიან, მაშინ ორივე ავტომობილით გავდივართ.

  • მე და ლილე მანქანებს იშვიათად ვცვლით. მისი ავტომობილი სწრაფი და მანევრირებადია, მაგრამ ჯიპს ისე მივეჩვიე, სედანზე გადაჯდომა უკვე მიჭირს.

  • ჩვენს ქალაქში ბევრი რამ არ მომწონს, მაგრამ არ მინდა თბილისის მერს ვაწყენინო. საცობებზე რომ აღარაფერი ვთქვათ, არსებობს ადგილები, სადაც შუქნიშანი აუცილებლად უნდა იყოს, მაგრამ ამაზე არავინ ფიქრობს, თუმცა რაც გაკეთდა და მომწონს, ისიც აღსანიშნავია. გმირთა მოედანზე გაკეთებული ესტაკადები და რამდენიმე ახალი გზა მძღოლებისთვის ხელსაყრელია.

  • ჩვენი ქალაქის არეული მოძრაობა ადრე ძალიან მაღიზიანებდა. ახლა კი შედარებით მშვიდი მძღოლი ვარ, რაც, ალბათ, გამოცდილების ბრალია. ძალიან უნდა გამოვიდე წყობიდან, რომ საჭესთან ბილწსიტყვაობა დავიწყო.

  • ქალი საჭესთან იოლი ამოსაცნობია. ქალბატონები ზოლს არ აქცევენ ყურადღებას. თანაც მოულოდნელად შეიძლება ისეთი გადაწყვეტილება მიიღონ, სახტად დაგტოვონ. საჭიროების შემთხვევაში სწრაფად რეაგირება არ შეუძლიათ, თუმცა ქალი საჭესთან მომწონს.

  • მანქანით სარგებლობისთვის მხოლოდ გამოცდაზე გასვლა არაა საკმარისი. ქალმა პრაქტიკა ქალაქშიც უნდა გაიაროს. სანამ ლილე კანონიერი მძღოლი გახდებოდა, საჭესთან ხშირად ვსვამდი და ვასწავლიდი, ოღონდ იმ ადგილებში, სადაც ცოტა მანქანა იყო. ამის შემდეგ არც გამოცდის ჩაბარება გასჭირვებია. მამაკაცებს ვთხოვდი, დავუთმოთ მანდილოსნებს ცოტაოდენი დრო და მანქანის მართვაში კარგად ვამეცადინოთ, რომ შემდეგ ქალაქში მათკენ თითი არავინ გაიშვიროს, შეხედეთ, ქალი ზის საჭესთანო.

  • ვაღიარებ, რომ კანონმორჩილი მძღოლი დიდი ხნის განმავლობაში არ ვიყავი. წლების განმავლობაში მართვის მოწმობის გარეშე დავდიოდი. ჩვენს ქვეყანაში პატრული რომ გაჩნდა, რაღაც პერიოდი ბედი მწყალობდა და არ მაჩერებდნენ. მერე კი რამდენიმეჯერ დავჯარიმდი. ამის შემდეგ მივხვდი, რომ ბევრს ვრისკავდი და რამდენიმე წელია, რაც კანონიერი მძღოლი ვარ.

  • გამოგიტყდებით, ბოლო პერიოდში მანქანის მართვის უფლება 6 თვით მქონდა შეჩერებული. ქალაქგარეთ ნასვამი დავჯექი საჭესთან. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ცოტა ალკოჰოლი მქონდა მიღებული, ალკოტესტმა მაინც აჩვენა და მანქანის მართვა ამეკრძალა. პატრულმა მიცნო, მაგრამ მათი სამსახურია და შესაბამისად მოიქცნენ.

კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი. 
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

„ევროპაბეთის“ პასუხისმგებლიანი თამაშის კამპანიაში ფსიქოლოგიურ-სარეაბილიტაციო ცენტრები სრული დატვირთვით მარტის ბოლომდე ჩაერთვებიან - კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს სრულ სარეაბილიტაციო კურსს უფასოდ სთავაზობს.
დღის ჰოროსკოპი

21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 თებერვლისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?