თინათინ მაღალაშვილი: „მხატვარი ვარ და მილიმეტრებს საჭესთანაც ვგრძნობ“

საჭესთან

10 ივნისი 22:00, 2016 წელი

 „ჩემი უცხოელი მეგობრები რომ ჩამოდიან, ყველა გაოგნებულია, თბილისში როგორ მოძრაობთო...“ - თავის საგზაო ისტორიებს დიზაინერი თინათინ მაღალაშვილი გვიყვება.

  

  • 15 წელია, რაც საჭესთან ვზივარ და მასთან შესისხლხორცებული ვარ. ჩემთვის მანქანა ფუფუნების საგანი არ გახლავთ, გადაადგილების საშუალებაა. მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფო შეკვეთებიდან სოლიდური თანხა რამდენჯერმე ამიღია, ძვირად ღირებული ავტომობილის შეძენაზე არასდროს მიფიქრია. ერთადერთი, რაშიც ფულს არ ვზოგავ, ეს ქსოვილებია.

  • გარდა იმისა, რომ გადაადგილების საშუალებაა, როცა ცუდ ხასიათზე ვარ, ავტომობილში ვჯდები და თბილისის ქუჩებში დავდივარ. საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩები, უამრავი იდეა იბადება.

  • „ლიხაჩი“ მძღოლი ხარო, ხშირად მეუბნებიან. გზას ძალიან დიდ მანძილზე ხედავო, ჩემი მეგობარი ამასაც მეუბნება. თითქოს წინასწარ ვგრძნობ, ვინ რას აპირებს და თადარიგს ვიჭერ ხოლმე.

  • ერთი პერიოდი „მიცუბიში ეკლიპლსი“ მყავდა, ადგილიდანვე დიდ სისწრაფეს კრეფდა და ძალიან მიყვარდა. სწრაფად სიარული საშინლად მიყვარს და სპორტული ავტომობილი ამის საშუალებას მაძლევდა, თუმცა ისე არასდროს დავდივარ, რომ ვინმეს საფრთხე შევუქმნა. არც დასაჯარიმებლად ვიმეტებ საკუთარ თავს. ზუსტად ვიცი, სად რა სიჩქარით უნდა გავიარო.

  • ჩემი „ეკლიპსი“ ისე მიყვარდა, ლუკიდან თავზე მაწვიმდა, მაგრამ გასაყიდად ვერ ვიმეტებდი. მეგობრები მეხუმრებოდნენ, ქოლგით დაჯექიო. გარდა ამისა, აკუმულატორი მალ-მალე ჯდებოდა. პორტატული პერემიჩკები მქონდა და სხვისი დახმარების გარეშე ვქოქავდი.

  • 2004-წლიანი „ნისან ტიდა“ ახლახან შევიძინე. ამბობენ, თითქოს მარჯვენასაჭიანი ავტომობილის მართვა რთულია, მაგრამ მე არ გამჭირვებია. თუ ავტომობილს გრძნობ, მარჯვენასაჭიანსაც ატარებ, მარცხენასაჭიანსაც და ტანკზეც დაჯდები.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.