თიკა მახალდიანი: „ავტომობილი ჩემი ქმრის სიურპრიზია“

საჭესთან

24 ივნისი 22:00, 2016 წელი

მომღერალი თიკა მახალდიანი ახალბედა მძღოლია, თუმცა უკვე იცის, რას ნიშნავს „თბილისური მოძრაობა“... 

   

  • მანქანის მართვის სურვილი ყოველთვის მქონდა, თუმცა გამოცდების ჩასაბარებლად დროს ვერასდროს ვნახულობდი და საჭესთან დაჯდომაც ამიტომ დამაგვიანდა.

  •  „მიცუბიშის“ მარკის ჯიპი ერთი თვის წინ ჩემმა ქმარმა მაჩუქა. ვიცოდი, რომ ჩემთვის მანქანა უნდა ეყიდა, მაგრამ ასე უცბად არ ველოდი. ერთ დილით გავიღვიძე და თემო სახლში არ დამხვდა. ცოტა ხანში კი ავტომობილი მომიყვანა. რა თქმა უნდა, ძალიან გამიხარდა.

  • მანამდე „ტოიოტა ვიტცი“ მყავდა და ხანდახან დავდიოდი, მაგრამ უნდა აღვნიშნო, რომ საქართველოში პატარა მანქანებს ძალიან ჩაგრავენ. თუ ჯიპი არ გყავს, უნდა გადაგიარონ.

  • საწყის ეტაპზე ძვირად ღირებული ავტომობილი არც მინდოდა. ახალბედა მძღოლის ხელში ახალი მანქანა ცოდოა.

  • მანქანის მართვა ჩემმა ქმარმა მასწავლა. როგორც თემო ამბობს, კარგი მოსწავლე ვარ. თვითონ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული მასწავლებელია. იცის, რომ, თუ გამიბრაზდება, ან შენიშვნას მომცემს, უფრო დავიბნევი.

  • მართვის მოწმობა ახალი აღებული მაქვს. ამიტომ ჯერ ახალბედა მძღოლი ვარ და მარტო მოძრაობა მიჭირს. გვერდით ჩემი ქმარი მიზის ხოლმე, თუმცა დაძაბულობას დღემდე ვგრძნობ.

  • .

  • ჩვენს ქალაქში ისეთი ქაოსური მოძრაობაა, ხანდახან წესების დაცვით სიარული არ გამოდის. შეიძლება მე კანონმორჩილი მძღოლი ვარ, მაგრამ სხვა როდის რას ჩაიდენს, არავინ იცის.

  • ღამის საათებში იმდენად მობილიზებულია პატრული, რამდენიმე დღის წინ ერთ ღამეში სამჯერ გაგვაჩერეს, ოღონდ საჭესთან თემო იჯდა.

  • თემო 7 წელი საზღვარგარეთ ცხოვრობდა. როცა დაბრუნდა და თბილისში საჭეს მიუჯდა, თავიდან მოძრაობა ისე გაუჭირდა, ეგონა, მანქანას პირველად მართავდა, მაგრამ ნელ-ნელა მიეჩვია. ძალიან კარგი მძღოლია. მანქანას გიჟივით არასდროს მართავს.

დღის ჰოროსკოპი

26 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

25 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

10 ყველაზე გავრცელებული მითი ჰიგიენაზე - სწორად ებრძვით ბაქტერიებს?

როცა ამ მითების გავლენით ვიქცევით, ამით მიკრობებს ფართოდ ვუღებთ კარს ჩვენი ორგანიზმისკენ. ამიტომ გქონდეთ ინფორმაცია, რათა უფრო დაცულები იყოთ!
ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.