დენტალური იმპლანტაცია - ერთ-ერთი ყველაზე სასარგებლო მიღწევა სტომატოლოგიაში

სილამაზე/ჯანმრთელობა

15 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

დენტალური იმპლანტაცია საშუალებას გვაძლევს, აღვადგინოთ კბილების ესთეტიკური და ფუნქციური მხარე, როგორც კბილის ერთეული, ასევე მრავლობითი დეფექტის შემთხვევაში. დღეს, სპეციალისტთან ერთად, განვიხილოთ, რა უპირატესობა აქვს დენტალურ იმპლანტაციას, რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა ამ პროცედურის წინ და რა შემთხვევაშია მოსალოდნელი გართულება? 


თემაზე გვესაუბრება კლინიკა „ელიტის“ ექიმი იმპლანტოლოგი, ყბა-სახის ქირურგი გოჩა თავართქილაძე:

რა არის დენტალური იმპლანტაცია?
დენტალური იმპლანტაცია ორთოპედიული სტომატოლოგიის განშტოებაა, რომელიც ადენტიის, ანუ უკბილობის მკურნალობას ემსახურება.
თუ ტრადიციული ორთოპედიული კონსტრუქციების გამოყენებისას შესაძლებელია კბილის მხოლოდ იმ ნაწილის აღდგენა, რაც ჩანს, ანუ მხოლოდ გვირგვინის, იმპლანტი არის კბილის ფესვის ანალოგი, მასზე კბილის გვირგვინი მაგრდება, ანუ იმპლანტაციის დროს ხდება კბილის შეძლებისდაგვარად სრულიად აღდგენა.
არსებობს სხვადასხვა ზომისა და ფორმის დენტალური იმპლანტები, თუმცა დღეს ყველაზე გავრცელებულია ხრახნისებური იმპლანტი.
ხრახნისებური იმპლანტი წარმოადგენს ტიტანისგან დამზადებულ, მცირე ზომის ხრახნს, რომელიც ყბის ძვლოვან ქსოვილში ფიქსირდება, ზემოდან კი, იმის გათვალისწინებით, რა სახის დეფექტია აღსადგენი,  ერთეული გვირგვინი, ხიდი ან პროთეზი ემაგრება.

როგორ ხდება იმპლანტაცია? 
იმპლანტაციის დაგეგმვის დროს ითვალისწინებენ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტორს, რომლებზეც დამოკიდებულია ექიმის შემდგომი მოქმედებები:
1. რა სახის ადენტია გვაქვს, ანუ რამდენი და რომელი კბილები აქვს დაკარგული პაციენტს. ამ მონაცემების მიხედვით შეირჩევა იმპლანტატების ფორმა, კონსტრუქცია და ზომები;
2. როგორი იქნება პროთეზირება - იქნება მხოლოდ იმპლანტი ცალკეული გვირგვინით, თუ შემდგომში მათზე დაფიქსირდება მოსახსნელი ან ხიდისებრი მოუხსნელი პროთეზი;
3. რამდენად საკმარისია იმპლანტაციის ადგილზე ძვლოვანი ქსოვილის მოცულობა, ანუ თუ ყბის ძვლოვანი ქსოვილი კბილის დაკარგვის ადგილზე ატროფირებულია, იმპლანტატი შეიძლება ვერ დამაგრდეს (ყბის ძვალი ატროფირდება, თუ კბილი 5 და მეტი წლის წინათ ამოვიღეთ, აქედან გამომდინარე, იმპლანტაციის ჩატარება სასურველია კბილის ამოღებიდან მალევე), ასეთ შემთხვევაში საჭირო ხდება ე.წ. ოსტეოპლასტიკა - სპეციალური მასალის გამოყენებით ძვლოვანი ქსოვილის დანაკარგის კომპენსირება. ამისთვის შესაძლებელია, გამოვიყენოთ როგორც სინთეტიკური, ისე ბუნებრივი მასალა. ამის შემდეგ 4-6 თვეში შეგვიძლია, განვახორციელოთ იმპლანტების ჩასმა, თუმცა, არც ის არის გამორიცხული, ქირურგიული ნაწილი ერთ ვიზიტში ჩატარდეს, ანუ ოსტეოპლასტიკა და იმპლანტაცია ერთად.
იმპლანტის ძვალთან შეზრდას, ანუ ოსეოინტეგრაციას, საშუალოდ, 3-6 თვე სჭირდება, რის შემდეგაც იწყება ორთოპედიული სამუშაო და იმპლანტზე ხდება გვირგვინის, ხიდის ან პროთეზის დაფიქსირება. რიგ შემთხვევებში, ამ ორი ეტაპის შერწყმაც შესაძლებელია და იმპლანტზე დროებით კონსტრუქციას ქირურგიული პროცედურის დამთავრებისთანავეც ამაგრებენ.
მოკლედ, დენტალური იმპლანტაციის მთლიანი პროცესის ხანგრძლივობა დამოკიდებულია იმაზე, რა მდგომარეობაა პირის ღრუში და რა სახის კონსტრუქცია მზადდება.


რა უპირატესობა აქვს იმპლანტაციას სხვა მეთოდებთან შედარებით?
დენტალური იმპლანტაციის უპირატესობებია:
კბილების იმპლანტაციით შეგვიძლია კბილთა მწკრივის ყველაზე რთული დეფექტების გასწორება;
აუცილებელი არ არის მეზობელი კბილების პრეპარირება;
თუ რაიმე მიზეზის გამო პაციენტს არც ერთი კბილი არ აქვს, იმპლანტაციის საშუალებით შესაძლებელია ნებისმიერი პროთეზის გამოყენება;
კბილების იმპლანტაცია ხელს უშლის ძვლის ატროფირებას;
პრაქტიკულად შეუძლებელია იმპლანტირებული კბილის განსხვავება ნამდვილისგან;
დენტალური იმპლანტები, სხვა პროთეზებისგან განსხვავებით, კარგად უძლებს დატვირთვას.


რა გამოკვლევები უნდა ჩაიტაროს პაციენტმა დენტალური იმპლანტაციის წინ და რა შემთხვევაშია მოსალოდნელი გართულება?
დენტალური იმპლანტაციის ოპერაციისთვის სრულიად საკმარისია სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე კვლევების ჩატარება.
გართულებები კი იმპლანტის ჩასმის შემდეგ ძალზე იშვიათად ხდება. თუმცა იმ იშვიათ შემთხვევებში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული გართულებაა ე.წ. იმპლანტის უარყოფა, რაზეც საზოგადოებაში მცდარი შეხედულება არსებობს. ბევრი მიიჩნევს, რომ ასეთ დროს ორგანიზმმა იმპლანტი „არ მიიღო“, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ტიტანი ყველაზე უსაფრთხო მასალაა, რომელიც სტომატოლოგიასა და ტრავმატოლოგიაში გამოიყენება.
ტიტანი ბიოშეთავსებადია, კარგად მიიღება ორგანიზმის ქსოვილების მიერ და თანდათან შეეზრდება მათ. იმპლანტის უარყოფის მიზეზი, როგორც წესი, ადგილობრივი ინფექცია ხდება, რადგან პირის ღრუში სრული სტერილიზაციის დაცვა შეუძლებელია.
ასეთ შემთხვევაში პაციენტს რეიმპლანტაცია უკეთდება, ანუ ექიმი იძულებულია, მოაცილოს იმპლანტი, მოგვიანებით კი მის ადგილზე ახალი იმპლანტი მაგრდება.

რამდენ ხანს ძლებს დენტალური იმპლანტი და როგორ უნდა მოვუაროთ მას?
კვალიფიციური ექიმის მიერ, ყველა წესების დაცვით გაკეთებულმა იმპლანტებმა, სწორი მოვლის შემთხვევაში შესაძლოა, რამდენიმე ათეული წელი გაძლოს. პაციენტის მხრიდან საკმარისია ყოველდღიური ინდივიდუალური ჰიგიენის ნორმების დაცვა.
სტომატოლოგთან რეგულარული ვიზიტებიც ასევე პირის ღრუს ჰიგიენის ნაწილია, რადგან დათვალიერებისას ადრეულ ეტაპებზე შეიძლება აღმოჩნდეს იმპლანტებთან დაკავშირებული პრობლემები.
წელიწადში 2-ჯერ საჭიროა იმპლანტის გაწმენდა.


რომელი იმპლანტებით მუშაობთ კლინიკა ელიტში და რატომ?


კლინიკა მუშაობს ორი სახის იმპლანტებით:
1. ისრაელის იმპლანტი - იდეალურად ითავსებს ხარისხსა და ფასს, ისინი დღეს მსოფლიოში ყველაზე პოპულარული და გავრცელებული იმპლანტებია.


ისრაელის იმპლანტები საშუალებას აძლევს  ჩვენს პაციენტებს, მიიღონ მაღალკვალიფიციური დახმარება მინიმალურ ფასად. ჩვენი მიზანია, იმპლანტაციური მკურნალობა უფრო მეტი ადამიანისათვის გახდეს ხელმისაწვდომი.

2. გერმანული იმპლანტი - ეს არის პრემიუმ კლასის იმპლანტები, დამზადებულია უახლესი ტექნოლოგიებითა და სტანდარტებით შვეიცარიული ტიტანისგან გერმანიაში, ასეთი იმპლანტები გამოიყენება უფრო პრეცენზიური და ექსკლუზიური სამუშაოებისთვის.


ორივე იმპლანტი მაღალი ხარისხისაა,  აბსოლუტურად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს და ორიენტირებულია  ძვალთან მაქსიმალურ შეხორცებაზე.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?