გსურთ იდეალური კანი ერთ თვეში? ნატურალეს სამკურნალო საპნები მოგიხსნით კანის პრობლემებს

სილამაზე და ჯანმრთელობა

27 ოქტომბერი 14:30, 2016 წელი
20

ნატურალემ თავისი მომხმარებლებისთვის შექმნა აქტიური ბუნებრივი დანამატებით გამდიდრებული ბუნებრივი საპნები, რომელიც ეფექტურად უმკლავდება ცხიმოვან და მშრალ სებორეას, აკნეს, ჩირქოვან გამონაყარს, კანის ინფექციურ დაავადებებს. ბუნებრივ აქტიურ დანამატებს არ ახასიათებს უკუჩვენება და შეჩვევა. ისინი სრულიად უვნებელია ადამიანისა და გარემოსთვის.

სწორად შერჩეულ საპონს შეუძლია, არა მარტო ჩამობანოს კანზე დაგროვილი მტვერი და მკვდარი უჯრედები, რის შესახებაც უკვე ვისაუბრეთ წინა სტატიაში, არამედ გაგათავისუფლოთ კანის საკმაოდ აბეზარი პრობლემებისგან და დაიცვას ის აგრესიული გარემოს მავნე მოქმედებისგან.


საპონი „არყის ხის კუპრი“


ნატურალე გთავაზობთ შესაძლებლობას, დაივიწყოთ აკნე. აკნეს მიზეზი კანის ფორებში ჩაჭედილი ცხიმი და წყალია, რომელიც მშვენიერი საარსებო გარემოა ანთების გამომწვევი მიკრობებისთვის. ბუნებრივი საპნისთვის აკნესთან ბრძოლა ძალიან მარტივია.
ნატურალეს ბუნებრივი საპონი „არყის ხის კუპრი“ ღრმად ასუფთავებს ფორებს, ანადგურებს ანთების გამომწვევ მიკრობებს, ხელს უშლის ფორებში ცხიმისა და წყლის განმეორებით დაგროვებას.
ძირითად სამუშაოს ამ საპონში ორი აქტიური დანამატი ასრულებს: არყის ხის კუპრი, რომელიც ძლიერ გამოხატული ანტიმიკრობული თვისებების წყალობით ანადგურებს კანზე არსებულ მავნე მიკრობებს და ქაცვის ზეთი - რომელიც კვებავს და ატენიანებს კანს, ეხმარება ნაწიბურების გასწორებაში.
ერთადერთი მინუსი, რომელიც არყის ხის საპონს აქვს - მისი არასასიამოვნო სუნია, თუმცა გამოსავალი ნატურალეს სოჭის ბუნებრივი საპონია, რომლითაც შეგიძლიათ, გამწვავებული აკნეს დამშვიდებისთანავე ისარგებლოთ. ის დაეხმარება თქვენს კანს ცხიმის გამოყოფის ბალანსის შენარჩუნებაში, შესაბამისად, არ მისცემს საშუალებას, ანთების გამომწვევ მიკრობებს თქვენს კანზე დასახლდნენ.


 


გოგირდის საპონი ჟოჟობას ზეთით - „სერა“


გოგირდი ორგანიზმისთვის აუცილებელი მიკროელემენტია და დამსახურებულად ითვლება „სილამაზის მიკროელემენტად“. უძველესი დროიდანაა ცნობილი გოგირდის ანთებისსაწინააღმდეგო და ანტისეპტიკური თვისებების შესახებ, სწორედ ამ თვისებების გამო გოგირდი კანის სილამაზისა და ჯანმრთელობის რეცეპტებში ოდითგანვე გამოიყენებოდა.
ნატურალეს გოგირდის ბუნებრივი საპონი ეფექტურია ეგზემის, ფსორიაზის, დერმატიტის, კანის სოკოვანი დაავადებების, სებორეის, ჩირქოვანი გამონაყარის დროს. მის შემადგენლობაში შემავალი ავოკადოსა და ჟოჟობას ზეთი ატენიანებს და ხავერდოვნებას ანიჭებს კანს, ხსნის კანის პრობლემებით გამოწვეულ ქავილსა და დაჭიმულობას.




ნიმის საპონი - ნიმის ზეთის ძალა


ქართველი მომხმარებლისთვის სრულიად უცნობი ნიმის ზეთი (Neem oil) აურვედას მიხედვით ყოვლისშემძლეა. მას სოფლის აფთიაქსაც უწოდებენ და გამოიყენება თითქმის ყველა ტიპის პრობლემის დროს, კანის ინფექციური დაავადებები თუ მექანიკური დაზიანებები, სიმშრალე თუ ჭარბი ცხიმიანობა, ალერგიული თუ ინფექციური გამონაყარი... და ყველგან ნიმის ზეთი მზადაა, დაეხმაროს და გაასუფთაოს კანი. ერთადერთი ნაკლი, ძალიან სპეციფიკური სუნია, რაღაც შუალედური დამწვარი ხახვისა და ნივრის სუნს შორის. თუმცა, თუ თქვენ ერთხელ მაინც ისარგებლებთ ნიმის საპნით, მას აუცილებლად აპატიებთ ამ ნაკლს. 
საპონი „ნიმის ძალა“ იდეალურია დაზიანებული და პრობლემური კანისთვის.  ეფექტურად ატენიანებს და არბილებს კანს, ებრძვის კანის ინფექციებს, როგორიცაა  აკნე, ეგზემა, მშრალი და ცხიმიანი სებორეა, ინფექციური გამონაყარი, ნეიროდერმიტი, ფსორიაზი.




ავსტრალიური ჩაის ხის საპონი - „ბუნებრივი დაცვა“
თანამედროვე, ძლიერ რეკლამირებული, ანტიბაქტერიული საპნები შეიცავს საკმაოდ აგრესიულ ანტიბაქტერიულ დანამატს - ტრიკლოზანს, რომლის მავნებლობაზე მეცნიერები უკვე დიდი ხანია ხმამაღლა საუბრობენ. თუმცა, რადგან მავნე ბაქტერიებიდან ყოველდღიური დაცვა თანამედროვე ადამიანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, ნატურალემ შექმნა ანტიბაქტერიული საპონი, რომლის საფუძველს წარმოადგენს ბუნებრივი ანტიმიკრობული კომპონენტი - ავსტრალიური ჩაის ხის ზეთი!
ჩაის ხის ფოთლებს ავსტრალიის მოსახლეობა ფართოდ იყენებდა საოჯახო მედიცინაში, დანარჩენმა სამყარომ ეს ეგზოტიკური მცენარე  XIX საუკუნის ბოლოს გაიცნო, როცა მის ფოთლებში აღმოაჩინეს ძლიერი ანტიმიკრობული ნივთიერებები, რომლებიც 10-ჯერ უფრო ძლიერი იყო, ვიდრე ფენოლი და კარბოლი. მისგან მიღებული ეთერზეთი დაუყოვნებლივ მოხვდა ჯარისკაცის საველე აფთიაქში და პირველი მსოფლიო ომის დროს ფართოდ გამოიყენებოდა, როგორც ჭრილობების დასამუშავებელი ეფექტური საშუალება. ნატურალეს ჩაის ხის საპონი „ბუნებრივი დაცვა“ ხასიათდება მკვეთრად გამოხატული ანტიბაქტერიული მოქმედებით. ასუფთავებს კანს, ხელს უწყობს ზედაპირული დაზიანებების შეხორცებას, ხსნის ანთებით პროცესს, აძლიერებს კანის დამცველობით თვისებებს, ამასთანავე, არ აშრობს, არამედ ატენიანებს მას. მისი გამოყენება რეკომენდებულია ყველა ტიპის კანისთვის.


 


ზეთისხილის, ჰიპოალერგიული საპონი  - კასტილია


მგრძნობიარე, ალერგიული კანი გაქვთ?
ნატურალემ სწორედ თქვენთვის გააცოცხლა კლასიკური კასტილიური საპონი!
კასტილიური საპონი, საპნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი სახეობაა. მის სამშობლოდ ესპანეთის პროვინცია კასტილია ითვლება, საიდანაც ეს უნიკალური ბუნებრივი საპონი მთელ მსოფლიოში გავრცელდა. პირველი ცნობები ამ საპნის შესახებ 1567-68 წ.წ. თარიღდება.
კასტილიური საპნის ძირითად კომპონენტს, წარმოადგენს ზეითუნის ზეთი, რომელიც თავისი მოქმედებით უნიკალურია. სწორედ ამ ზეთის წყალობით აქვს საპონს დამატენიანებელი და დამარბილებელი ეფექტი, ხოლო რადგან დატენიანება ნებისმიერი ტიპის კანისთვის აუცილებლობას წარმოადგენს, ეს საპონი გამოდგება ყველა ტიპის კანისთვის. კასტილიური საპონი მზადდება ტრადიციული მეთოდით 80% (Extra virgin) ზეითუნის ზეთით, და ემატება შის კარაქი. ნატურალეს კასტილიური საპონი ხასიათდება უნაზესი, კრემისებური ქაფით, ოდნავ შესამჩნევი ბალახის არომატით. ის დელიკატურად ასუფთავებს კანს, არ აშრობს, არამედ ატენიანებს მას.           
კასტილიური საპონი არ შეიცავს ერთერზეთებსა და საღებავებს, შესაბამისად, ის ჰიპოალერგიულია და მისი გამოყენება რეკომენდებულია როგორც მგრძნობიარე, ალერგიული კანის მქონე მომხმარებლებისთვის, ასევე პატარა ბავშვებისთვის.


ისარგებლეთ ბუნებრივი დანამატებით გამდიდრებული ნატურალეს სამკურნალო საპნებით, განთავისუფლდით კანის პრობლემებისგან და სულ რაღაც ერთ თვეში თქვენი კანი ბუნებრივად მშვენიერი გახდება!


დეტალური ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით ტელეფონის ნომრებზე: 555 505199, შემოგვიერთდით ფეისბუკზე, ან ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს.