ქიმიური პილინგი და მისი ჩვენებები
ქიმიური პილინგი - ეს არის კოსმეტიკური პროცედურა, რომელიც მიმართულია სახის კანის გაუმჯობესებისა და გაახალგაზრდავებისთვის. კერძოდ, ეხმარება კანს სხვადასხვა ესთეტიკური პრობლემების მოგვარებაში. ესენია: პიგმენტური ლაქები, ჭორფლი, წვრილი ნაოჭები, აკნე და აკნეს შემდგომი ნაწიბურების მოშორება. ქიმიური პილინგი, ასევე, ეფექტურია ასაკობრივი, მოდუნებული კანისთვის - კანი ხდება მეტად ელასტიური და მკვრივი, უმჯობესდება კანის ფერი და სტრუქტურა.
ქიმიური პილინგის სახეები
ქიმიური პილინგის ზემოქმედება სამ კატეგორიად იყოფა: ზედაპირული, შუალედური და ღრმა. კონკრეტული პრობლემის მიხედვით სხვადასხვა სახის პილინგი გამოიყენება, ესენია: გლიკოლის, სალიცილის, ნუშის, ჯესნერის და სხვა.
ქიმიური პილინგის შედეგები
ქიმიური პილინგის ზემოქმედების დროს ხდება კანის ხელოვნური და კონტროლირებადი დაზიანება, რის შედეგადაც უჯრედების რეგენერაცია (განახლება) უფრო სწრაფად ხდება, კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი ჩქარდება და კანი უფრო ერთგვაროვანი და გლუვი ხდება. ეს ყველაფერი ლიფტინგის ეფექტს ანიჭებს კანს. ასევე, ხდება ლიპიდური ბარიერის აღდგენა, რის შედეგადაც კანი ინარჩუნებს ტენიანობას.
პილინგის შედეგად ხდება:
- კანის ბარიერული თვისებების აღდგენა;
- კოლაგენისა და ელასტინის სინთეზი;
- ჰიალურონის მჟავით გაჯერება;
- კანის უჯრედების აქტივაცია, რაც იწვევს ანთების საწინააღმდეგო ეფექტს.
უკუჩვენებები
ქიმიური პილინგის უკუჩვენებებია:
- ანთებითი და არაანთებითი კანის დაზიანებები;
- მგრძნობიარობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ;
- ორსულობა, ლაქტაცია;
- ეპილეფსია;
- დერმატიტები მწვავე სტადიაში.
ქიმიური პილინგი ექიმის თანხმობით უნდა ჩატარდეს, ასევე, იმ შემთხვევაში, თუ აღინიშნება: კელოიდური ნაწიბურები; მწვავე კუპეროზი; მწვავე ჰერპესი. პილინგების ჩატარება არ შეიძლება ლაზერის ზემოქმედების პარალელურად.
ქიმიური პილინგის ჩატარებისთვის საუკეთესო პერიოდია შემოდგომა და ზამთარი.
საბაზო კურსია 4-6 პროცედურა 1-ჯერ კვირაში.
ვინაიდან პილინგის სეზონი იწურება, კლინიკა „ელიტი“ გთავაზობთ ფასდაკლებას - პილინგის ერთ პროცედურას მხოლოდ 39 ლარად.
კლინიკა „ელიტი“ გისურვებთ სილამაზესა და ჯანმრთელობას!
ტელ: 2 77 22 02
დაგვიმეგობრდით Facebook-ზე - Clinic Elite / კლინიკაელიტი